ამხანაგური მახაჩყალელებთან
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, რუსულ "ანჟისთან" ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურს. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი, სწორედ ხსენებული კლუბის მოთამაშე-მწვრთნელია.
"ბლანკოსის" პრეზიდენტს რობერტო კარლოსის მადრიდში მიწვევა სურს. ამხანაგური შეხვედრა სწორედ ესპანეთის დედაქალაქში უნდა გაიმართოს. დონ ფლორენტინო ამ ჟესტით კიდევ ერთხელ აპირებს ფეხბურთელის პატივისცემას, რომელმაც "რეალში" 11 წელიწადი დაჰყო და გუნდის ლეგენდად იქცა.
- 8 ოქტომბერი 2011
- 2 927
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.