ახალი პროექტი დაიგეგმა
“რეალის” საკალათბურთო გუნდის თავკაცი, ეტორე მესინა ამ დღეებში მენორკაში გახლდათ ჩასული, სადაც ესპანეთის საკალათბურთო გუნდების მწვრთენლთა და სპორტულ დირექტორთა შეხვედრას დაესწრო.
გუნდების წარმომადგენელბმა წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ამხანაგური მატჩები დაგეგმეს. ამასთან, საუბარი იყო, სატრანსფერო და ფინანსური საკითხების კონტროლირებაზე. მწვრთნელებმა კი, მესინას ჩათვლით, ტაქტიკურ მონახაზებზე და კალათბურთში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზეც ისაუბრეს.
შეკრების მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ისინი ყოველთვიურად შეიკრიბებიან და მსაჯებთან ერთად განიხილავენ საკამათო ეპიზოდებს. ამავე კრებაზე შეიძლება განხილულ იქნას დისკვალიფიკაციების საკითხიც. საჩივარი კი, უშუალოდ ესპანეთის კალათბურთის სადისციპლინო კომიტეტში გაიგზავნება.
აღნიშნულ პროექტს მხარი ესპანეთის კალათბურთის ფედერაციამაც დაუჭირა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 5 ივლისი 2009
- 2 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.