გერმანიამ და ესპანეთმა იმარჯვეს
როგორც იცით, დღევანდელი დღე მთლიანად სანაკრებო ბატალიებს დაეთმო.
ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა, გასვლით შეხვედრაში 0-2 დაამარცხა ჩეხეთის გუნდი.აღსანიშნავია, რომ "ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ 5 მადრიდელი გამოჩნდა: კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ალონსო, თუმცა ჩაბიმ და სერხიომ თამაში ვერ დაასრულეს.ბასკმა ერთ-ერთ ორთაბრძოლაში მძიმე დარტყმა მიიღო მოწინააღმდეგე ფეხბურთელისაგან, რის შემდეგაც მისი შეცვლა გახდა საჭირო.რაც შეეხება ანდალუსიელს, ის 45-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან (სავარაუდოდ, დელ ბოსკეს გადაწყვეტილების გამო).
აქვე შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" "რეალის" კანტერანოსის, მატასი და ჩაბი ალონსოს გოლებით მოიგეს.
მორიგი 3 ქულა მოიპოვა გერმანიის ნაკრებმაც, რომელიც თურქეთს დაუპირისპირდა.ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში, მადრიდელი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საუბარია, ალტინტოპსა და ხედირას დუელზე."მარკას" ინფორმაციით, იოზილმა დაზიანების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა სტამბულის თამაშში.ჯამში, ლიოვის გუნდმა 1-3 ძლია მეტოქეს.
და ბოლოს, გამარჯვება მოიპოვეს საფრანგეთის 21 წლამდელებმაც, რომელთა რიგებში რაფაელ ვარანე გამოდის.ახალგაზრდა "მამლებმა" შინაურ კედლებში 2-0 დაამწუხრეს ყაზახები.
- 8 ოქტომბერი 2011
- 2 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.