გუნდმა ბრწყინვალე სტარტი აიღო
"ბლანკოსის" მოთამაშეებმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ 6 შეხვედრაში 20-ჯერ მოახერხეს მეტოქეთა კარის აღება, რაც თითო მატჩში 3.33 გოლს უტოლდება. მოურინიოს შეგირდებმა ბრწყინვალე სტარტი აიღეს, ასეთივე მაჩვენებელი გუნდს მხოლოდ 24 წლის წინ ჰქონდა.
შესანიშნავი სტარტი გუნდმა უკვე მეექვსედ აიღო. მადრიდის "რეალმა" 1987/88 წლების სეზონში 20 გოლი გაიტანა, 1950/51 (26 გოლი), 1958/59 (25 გოლი), 1959/60 (22 გოლი) და 1962/63 (21 გოლი).
ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 20 გოლი არა 6 შეხვედრაში, არამედ 4-ში გაიტანეს, რადგან 2 მატჩი მათთვის უგოლოდ დასრულდა, რომელიც სანტანდერის "რასინგთან" და ვალენსიას "ლევანტესთან" გაიმართა.
ამ დროისთვის 20-ჯერ დალაშქრული კარიდან ყველაზე მეტად თავს კრიშტიანო რონალდო იწონებს, რომელმაც 7-ჯერ გაიტანა, მეორე ადგილზე გონსალო იგუაინია 5 გოლით. კარიმ ბენზემამ 3-ჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება. თითო-თითო გოლით კი გუნდს რაფაელ ვარანე, მარსელო ვიეირა, რიკარდო კაკა, ჩაბი ალონსო და ხოსე კალეხონი დაეხმარნენ.
- 7 ოქტომბერი 2011
- 2 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.