მოურინიოს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერ თასის მატჩის დროს, რომელიც მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გაიმართა ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი გმირი ჟოზე მოურინიო აღმოჩნდა. ეს ფაქტი განიხილა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და შესაბამისი ვერდიქტი გამოიტანა...

შეტაკების დროს პორტუგალიელმა სპეციალისტმა ნერვები ვერ მოთოკა და ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწეს ხელი უთავაზა, რაც კამერამ ბრწყინვალედ დააფიქსირა. ეს მომენტი დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ სადამსჯელო კომიტეტს უყურადღებოდ არაფერი რჩება.

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ანუ თუ "რეალი" ისევ მოხვდა სუპერ თასზე, მოურინიოს ტრიბუნიდან მოუწევს დირექტივების გაცემა.

ამის გარდა პორტუგალიელი სპეციალისტი ჯარიმის სახით 600 ევროს გადაიხდის, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა კი 180-ით შემოიფარგლება.

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2011
  • 2 467
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)