პიპიტა: "ასეთი თამაში მჭირდებოდა"

სამეფო კლუბის არგენტინელმა გოლეადორმა, "ას"-თან ინტერვიუს დროს არ დამალა ის ემოციები, რომელიც "ესპანიოლთან" თამაშის დროს მიიღო.

- სამი გატანილი გოლი, შესანიშნავია...
- გახარებული ვარ.ძალიან მჭირდებოდა ასეთი თამაში.ტრავმის შემდეგ მოუთმენლად ველოდები "დაბრუნებას."

- მოურინიომ ჰე-ტრიკი მოგილოცათ?
- დიახ.ის კმაყოფილი იყო.თანაგუნდელებიც არ დარჩენილან ვალში.ყველამ იცოდა, თუ რა გადავიტანე და როგორ მინდოდა თამაში.

- თავის გამოჩენა ბენზემას ტრავმის შემდეგ მოგეცათ...
- რამდენიმე დღის წინ, ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ 90 წუთი მომიწევდა თამაში.მოხარული ვარ.

- ბოლო სამ შეხვედრაში, გუნდმა 13 გოლი გაიტანა...
- ეს ჩვენი გუნდის დიდი პლიუსია.ამისათვის, ფორვარდიდან დაწყებული, მცველით დამთავრებული, ყველა ბოლომდე იხარჯებოდა.

- თამაშის დაწყებამდე "ბარსას" გამარჯვებაზე გქონდათ ინფორმაცია?
- ვიცოდით, რომ კატალონიელებმა სამი ქულა მოიპოვეს, შესაბამისად წამორძიკების უფლება არ გვქონდა.

- მეორე გოლი შედევრი გამოდგა...
- გამიმართლა.ალვაროს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ბევრი არ მიფიქრია და უმალ დავარტყი კარებში, რამაც შედეგი გამოიღო.

- როგორ ფიქრობთ, 100 პროცენტით მზად ხართ?
- ყველაფერს ვაკეთებ, რომ ოპტიმალური ფორმა დავიბრუნო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (155)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)