ჟოზე და კრიშტიანო Marca-ს დაჯილდოვებაზე
როგორც იცით, მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავს - კრიშტიანო რონალდოს, გადასცეს სრულიად დამსახურებული "პიჩიჩის" ტიტული. საბოლოოდ, მას 41 გოლი ჩაუთვალეს.
აგრეთვე სასიხარულოა, რომ ამ ცერემონიაზე, მოურინიო წინა სეზონის "ლა ლიგის" საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
აგრეთვე სასიხარულოა, რომ ამ ცერემონიაზე, მოურინიო წინა სეზონის "ლა ლიგის" საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
დაჯილდოვების ცერემონიაზე, პორტუგალიელმა განაცხადა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 41 გოლის გატანა მოვახერხე. იმის მიუხედავად, რომ ამ შედეგის განმეორება ურთულესი იქნება, შეუძლებელი არაფერია. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რეკორდი გავაუმჯობესო.
სურათები
ჟოზე მოურინიოს მიგელ მუნიესის ტიტული მიანიჭეს. პორტუგალიელმა წინა სეზონი შეაფასა სიტყვა - "კარგი"-თ, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და რომ არა სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები, უფრო მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.
აგრეთვე, მინდა იგუაინს მივულოცო შესანიშნავი თამაში. იმედია გონსალო პროგრესს განაგრძობს და ძალიან მალე გვაჩვენებს იმ თამაშს, რომლითაც აღფრთოვანებას იწვევდა მადრიდისტებში და გუნდის შეუცვლელ ფიგურად ითვლებოდა.
საერთოდ, იგუაინს უკვე ტრადიციათ ჩამოუყალიბდა, იმ ბურთების სახლში წაღება, რომლითაც ჰეთ-თრიკს ასრულებს. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. უბრალოდ ამჯერად ის არის აღსანიშნავი, რომ ამ ბურთზე არგენტინელის მოსალოცად, თანაგუნდელებმა ბურთზე ავტოგრაფები დატოვეს.
კრიშტიანო: "გილოცავ მეგობარო"
კასილასის წარწერა: "გილოცავ"
პეპე: როგორც იქნა "უკსუს" (არამგონია ოდესმე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ამ საიდუმლო სიტყვის მნიშვნელობა)
ხაბი ალონსო არგენტინულ ენაზე დატოვა მეტად საინტერესო წარწერა: "ლაწირაკო"
არბელოა: "როგორც იქნა ართრიტი არ გაწუხებდა"
სახალისო ნახატი და ზედ წარწერა: "მისტერ ღიმილო"
სერხიო რამოსმა კი თავის მეგობარს twitter-ით მოულოცა
კიდევ ერთხელ ვულოცავ @G_Higuain-ს ჰეთ-თრიკის შესრულებას. მან ამ მატჩში მოიპოვა ბურთი და გულშემატკივრების აღფრთოვანება.
- 4 ოქტომბერი 2011
- 3 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.