ვარანე: "ეს სიზმარია"
სამეფო კლუბის ახალგაზრდა მცველმა, რაფაელ ვარანემ, "L'Equipe"-ს ინტერვიუ მისცა.
"1 წლის წინ, როდესაც "ლანსის" დუბლებში გამოვდიოდი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ "სანტიაგო ბერნებეუზე" მომიწევდა თამაში, "რეალის" ძირითად შემადგენლობაში.ჩვენი სტადიონი იმდენად მომხიბლელია, რომ კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია მასზე.აღსანიშნავია, რომ მადრიდის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე, ახალ სამყაროში შემოსვლა ვიგრძენი."
"თეთრ" მაისურში წარმატებული დებიუტი მქონდა.გოლის გატანის შემდეგ კი უზომოდ გახარებული ვიყავი.ყოველთვის ვცდილობ, რომ ბევრი არ ვინერვიულო."
"ზიდანი მუდამ გვერდში მიდგას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის.მან კარგად იცოდა, თუ რა მჭირდებოდა 18 წლის ასაკში."
"რასაკვირველია, მოურინიო მაქსიმუმს ითხოვს.დებიუტის წინ მითხრა, რომ ბევრი კითხვა არ დამესვა მისთვის."
- 4 ოქტომბერი 2011
- 2 952
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.