მატჩის პერსონა
გუშინწინ მოედანზე იყო ერთი საუკეთესო ფეხბურთელი! ის ნამდვილად გამოირჩეოდა სხვებისგან, პირველ რიგში, გამარჯვებისკენ სწრაფვით. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს გონსალო იგუანზე. მატჩის გმირი, მატჩის მოთამაშე, მატჩის პერსონა - როგორც თქვენთვის უკეთესი იქნება...
როგორც იქნა, არგენტინელმა გაგვახსენა 2 წლის წინანდელი პიპიტა. მე პირადად არ მაგონდება მომენტი ამ თამაშში, რომლის რეალიზებაც მან ვერ მოახდინა. სამი შესანიშნავი პასი პარტნიორებისგან - სამი გოლი. არ განვიხილავ მის ურთიერქმედებას თანაგუნდელებთან - ეს გონსალოს დავალება არ არის. კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, როგორც დამაგვირგვინებელმა თავდამსმხელმა, რომელიც სწორად იხსნება გადაცემის დროს და მსგავსი მომენტების რეალიზებას დახუჭული თვალებითაც ახერხებს. ( ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გონსალო ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ყოველთვის ვერ ახერხებს მსგავსად თამაშს, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლია! და დღევანდელ რეალს ზუსტად ეს აკლია.. )
პირველი გოლი - ითამაშა, როგორც უხვი გამოცდილების მქონდე ფორვარდმა. ალბათ, ბევრს ვან ნისტელროის გოლები გაახსენა: გაიხსნა, მიიღო ბურთი, მიუშვა მეკარე ახლოს და დაარტყა მის ზემოდან.
მეორე გოლი - ენით აღუწერელი სილამაზე. თვალები ლამის გადმომცვივდა, არადა ვაღიარებ ამ მომენტამდე ცოტაღა მაკლდა ჩაძინებას, თუმცა გოლმა გამომაფხიზლა. უბრალოდ შესანიშნავი დარტყმა, "პიპიტას" სტილში - საჯარიმოს ხაზიდან, ზუსტად შორეულ ცხრიანში. თან აღსანიშნავია, დარტყმამდეც, რა კარგად გაიხსნა გადაცემაზე მოედნის სიღრმიდან.
და მესამე - მცველის უკნიდან ჩასაფრებულმა გაიტანა გოლი და ეს ყველაფერი ისევდაისევ გამოცდილების ხარჯზე, თუმცა საიდან აქვს ამხელა გამოცდილება 24 წლის ფეხბურთელს? ფენომენები დღემდე არსებობს ფეხბურთში...
მოკლედ, იგუანის აქტივში 6 გოლია 6 ტურში. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველა პრობლემა უკვე ჩავლილია და ზუსტად ასეთ იგუანს ვიხილავთ ჩვენ მომავალში. "რეალს" კი ამავდროულად შესანიშნავი შეტევის ხაზი ჩამოყალიბდა: რონალდუ - 8 გოლი სეზონში, იგუანი -6, ბენზემა - 4. კაკამაც შეიტანა მცირე წვლილი, ასევე არც ისე ცუდად.
- 4 ოქტომბერი 2011
- 2 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.