"მამლები" ბენზემას გარეშე
როგორც იცით, მიმდინარე კვირა სანაკრებო ბატალიებს დაეთმობა.შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებებში მადრიდელებსაც უხმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის გუნდს კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარება.ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ფრანგს ჯერ "რეალში" მოუწია შეხვედრის გამოტოვება, ხოლო ახლა კი, ზედიზედ ორ თამაშს გამოტოვებს ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში.
აღსანიშნავია, რომ ბენზო სამშობლოში იყო ჩასული, სადაც იქაურ მედიკოსებთან გაიარა შემოწმება.როლან ბლანს იმედი ჰქონდა, რომ მეორე დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში იქნებოდა ფორვარდი, მაგრამ ექიმებმა თავიანთი დასკვნით "მამალთა" თავკაცი დაამწუხრეს.
ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდი, ალბანეთთან და ბოსნიასთან, კარიმთან ერთად, ვერც რიბერიზე, სანიაზე და აბიდალზე გათვლის.
- 3 ოქტომბერი 2011
- 1 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.