მოურინიომ ჟურნალისტებს კატალონიურად საუბარი აუკრძალა
სანამ უშუალოდ სტატიაზე გადავიდოდე, მინდა შეგახსენოთ, რომ მოურინიოს ბრწყინვალედ ესმის კატალონიური, მან ეს ენა მაშინ შეისწავლა, როდესაც სერ ბობი ჩარლტონის ასისტენტი იყო ბარსელონაში.
მატჩის შემდგომ რადიო "კატალონიას" ჟურნალისტმა მოურინიოს კატალონიურად დაუსვა კითხვა, რაზეც ჟოზემ მას კითხვის ესპანურად დასმა სთხოვა. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა, კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა სამეფო კლუბსა და ბარსელონას შორის, რომელიც მანამდეც არ ყოფილა იდეალური.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს ინციდენტი მოხდა კატალონიაში, სადაც კატალონიური მეორე სახელმწიფო ენაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ამ ენაზე საუბრის უფლება, ხოლო მოურინიოს მხრიდან ასეთი განცხადება კიდევ უფრო გააფუჭებს ურთიერთობას კლუბებს შორის.
- 3 ოქტომბერი 2011
- 5 424
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.