''იგი წავა და სხვა მოვა...''
არშემდგარი აღზევება არშემდგარი დაცემის გამო...
2010 წლის ბნელი დეკემბრის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, თუ 4 თვით ლაზარეთში გამწესებული არგენტინელი ფორვარდი დაბრუნებას შეძლებდა, სრულიად სამართლიანადაც. 2 თვიანი სახლში ჯდომისა და კიდევ 2 თვიანი აღდგენითი პროცესის შემდეგ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია დაბრუნდე პრიმერაში და ითამაშო ისეთ მაღალ დონეზე, რომელსაც მადრიდის ''რეალის'' ფორვარდობა მოითხოვს.
ნაახალწლევს, ოპერაციის შემდეგ, პიპას ''სარეალო კარიერა'' კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 5 იანვარს, ოპერაციის შემდეგ, არგენტინელს 4 თვიანი უქმობა გამოუწერეს. ზუსტად 20 დღეში, ''ბლანკოსმა'' იჯარის წესით ემანუელ ადებაიორი აიყვანა ''მანჩესტერ სიტის'' რიგებიდან. გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, მოედანზე ორი ნომინალური ფორვარდის ყოფნა საჭირო არ იყო, კლუბში კი იყო ერთი ფორვარდი, რომელიც არგენტინელის შემცვლელად მოიაზრებოდა.
''დროებით პიპა, ჯერი ფრანგზეა...''
ცვლილება შედგა!
კარიმ ბენზემამ, რომელსაც ადრეულ სეზონში თავი არაფრით დაუმახსოვრებია მაყურებლისთვის, ერთიანად გაიბრწყინა. დეკემბრის თვეში შესრულებული ორი ჰეთ–თრიკის შემდეგ, თებერვლის ბოლომდე ისევ აურია მიზანი ფრანგმა, მაგრამ შანსების სიმრავლიდან გამომდინარე(31 სასტარტო და 17 შეცვლა) მაინც მოახერხა თავის წარმოჩენა და საერთო ჯამში 26 გოლი მიითვალა.
პიპიტას პირველი დაბრუნება შედგა, ვალენსიასთან 3:6–ზე შესრულებული ჰეთ–თრიკისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, არგენტინელმა ერთი–ორად გაზარდა მისი ძირითადში დაბრუნების შანსები და ფანებსაც იმედი ჩაუსახა. ყველაფრის და მიუხედავად პიპას ჯერ კიდევ სჭირდებოდა დრო, რათა ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გადაელახა ტრავმისგან მიყენებული ზარალი და 90 წუთი პრიმერას ტემპში ეთამაშა. შეიძლება ითქვას იგუაინის პროგრამა მინიმუმი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში 20 გოლს აღემატებოდა, ბენზემამ ვერ შეასრულა. არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ არა კრიშტიანუ რონალდუს თავდაუზოგავი შრომა, რომელმაც თავდამსმხელის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო და კარიმ ბენზემა დამხმარე ფორვარდად აქცია.
ფრანგის არასტაბილურობის შედეგად გონსალო იგუაინს შანსი მიეცი ახალი სეზონიდან ისევ თავად ჩადგომოდა სათავეში მადრიდულ წინა ხაზს. ადებაიორის ინგლისში დაბრუნება დამატებითი შანსი იყო პიპიტასთვის, რომელიც მან მოურინიოსგან მიიღო. პორტუგალიელმა დაარწმუნა 20–იანი, რომ ის ჯერ კიდევ საჭირო იყო კლუბში. ჟოზეს მცდელობა წარმატებულიც აღმოჩნდა. თავდაჯერებულმა პიპიტამ შეცვლაზეც შეძლო თავისი მაღალი კლასის წარმოჩენა და ძირითადში გამწესებულმაც ''მადრიდისტების'' მოლოდინი 100%–ით გაამართლა. გონსალოს 6 პრიმერულ თამაშში 5 გოლი დაუგროვდა და ბენზემას 3 გოლისა და სათამაშო დროის ფონზე თავს სრულიად კომფორტულად უნდა გრძნობდეს. როგორც სჩანს, ფრანგის ნიჭი ისევ არგენტინელის კლასმა და მონდომებამ გადაწონა.
''ელ პიპიტა'' მზად არის, ბენზემას კი პრიმერას კიპერებთან ერთად, კიდევ ერთი დაბრკოლება ექნება გადასალახი, რომელიც ფრანგისთვის არც თუ ისე ადვილი უნდა იყოს...
აქვე, მათი მადრიდული მონაგარის მცირე სტატისტიკური მიმოხილვა...
პიპიტა იგუაინი
ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 176
გოლი: 82
საგოლე გადაცემა: 27
კარიმ ბენზემა
ჩატარებული მატჩების რაოდენობა: 90
გოლი: 40
საგოლე გადაცემა: 17
- 3 ოქტომბერი 2011
- 4 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.