მსაჯის "მარგალიტები"
მოკლედ, გადავწყვიტე, რომ დღეიდან, მსაჯების შეცდომების აღმიშვნელ სტატიებს აღნიშნული სათაური დავადო.
არბიტრების არაპროფესიონალიზმზე, თითქმის ყოველი თამაშის შემდეგ გვიწევს საუბარი.გამონაკლისი არც "ესპანიოლი" - "რეალის" შეხვედრა ყოფილა, სადაც ტეიშეირა ვიტიენესმა, ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს რონალდუს არ დაუდო პენალტი, ბარსელონელი მცველის ხელით თამაშის გამო, ხოლო შემდეგ კი კატალონიელების სასარგებლოდ არ ჩასტვინა, როდესაც რაულ ალბიოლი თავის საჯარიმოში ხელით ექაჩებოდა მაისურზე რომარიკს.უდავოა, რომ ამ ეპიზოდშიც შეიძლებოდა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ ხელის გაშვერა.
და ბოლოს, ალბათ, იგუაინის პირველ გოლზეც ბევრი მითქმა-მოთქმაა ატეხილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდუს ეპიზოდში ჯარიმის დანიშვნა უადგილო იქნებოდა, რამეთუ პორტუგალიელს "ხელი წელზე ჰქონდა მიკრული."მსგავს შემთხვევებში, მსაჯები თამაშს არ აჩერებენ!
- 3 ოქტომბერი 2011
- 3 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.