იგუაინის მატჩისშემდგომი ინტერვიუ
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა "ესპანიოლთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ მისცა...
კარიმ ბენზემას ტრავმის შემდეგ, გონსალოს შანსი მიეცა დაენახებინა ყველასთვის, რომ ის, ისევ 'ელ პიპიტა იყო' . "დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. მე ტრავმირებული ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ძველებურ ფორმაში ჩავმდგარიყავი. მგონი მიზანს მივაღწიე, რითაც ბედნიერი ვარ."
"დღეს, ჩვენ გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ. თუ წლის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ, ტიტულები ჩვენს ხელთ იქნება". დაასრულა არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ძალიან გახარებული იყო 3 გატანილი გოლით.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 3 ოქტომბერი 2011
- 2 151
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.