"ლა ლიგის" მეშვიდე ტური - დღე პირველი
გუშინ, "ლა ლიგის" მეშვიდე ტურში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა...
"ოსასუნა" 2-2 "მალიორკა"
მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა. თავდაპირველად შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. მატჩის 34-ე წუთზე არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა "ოსასუნას" კარში. ჰემადის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის მიწურულს გარსიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ორივე გოლი მან თავით გაიტანა კუთხურიდან ჩამოწოდებულის შემდეგ. 72-ე წუტზე "მალიორკა" 10 კაცით დარჩა - მოედნიდან ნსუე გააძევეს, თუმცა მათ მაინც მოხაერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჰემადმა ისევ პენალტით გაიტანა.
"რასინგი" 1-1 "რაიო ვალეკანო"
მატჩი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ დაძაბულად მიმდინარეობდა. მეოცე წუთზე ტამუდომ შესანიშნავი დარტყმით "რაიო" წინ გაიყვანა. ამის შემდეგ უპირატესობა "რასინგმა" იგდო ხელთ. საბოლოოდ 58-ე წუტზე თავური დარტყმით გონსალესმა ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.
"ვილეარეალი" 2-2 "სარაგოსა"
მატჩი უაღრესად საინტერესო და მოულოდნელობებით დატვირთული აღმოჩნდა. 35-ე წუთზე ლუის გარსიამ "სარაგოსა" დააწინაურა. ზუსტად 5 წუთში ჯუზეპე როსიმ ეფექტური თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პირველი "სარაგოსა" ამას არ დასჯერდა. ტაიმის ბოლო წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ბარერას გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე ტაიმი "ყვითლების" უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ამას ისიც დაემატა, რომ არბიტრმა ლანზარო გააძევა მოედნიდან. 10 კაციანი "სარაგოსასთვის" "ვილეარეალმა" მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, კერძოდ 84-ე წუთზე პერესმა ანგარიში გაათანაბრა ზუსტი თავური დარტყმით.
"ვალენსია" 1-0 "გრანადა"
მატჩის დასაწყისშივე ყოფილმა მადრიდისტამ, სერხიო კანალესმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ამის დიდი შანსები ჰქონდათ.
"მალაგა" 3-2 "ხეტაფე"
მატჩი ძალზედ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. პირველ ტაიმში "მალაგა" უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა გოლის გატანა ვერ მოახერხა. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ყოფილი მადრიდისტები - ნისტერლოი და ბაფტიშტა. მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთმა მადრიდისტამ, პედრო ლეონმა ულამაზესი გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. 10 წუთში ვან ნისტერლოიმ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ისევ 10 წუთში მიკუმ "ხეტაფე" კვლავ დააწინაურა. ამავე წუთზე მცირე ინციდენტის გამო მსაჯმა ლაცენი გააძევა მოედნიდან და "ხეტაფე" 10 კაცით დატოვა. "მალაგამ" რიცხვობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. ჯერ მარესკამ 88-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი ქაოსისას აღადგინა წონასწორობა, ხოლო 90-ე წუთზე ჟულიო ბაფტიშტამ ე.წ. "მაკრატელით" გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს...
- 2 ოქტომბერი 2011
- 2 066
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.