"ესპანიოლი" - "რეალი" [პრევიუ]

დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე მადრიდის "რეალი" კატალონიაში ადგილობრივ "ესპანიოლს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ ამ მატჩის პრევიუს...

მადრიდის "რეალი" კატალონიაში მხოლოდდამხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გაემგზავრა. თუ მადრიდისტებმა მოახერხეს ამ მატჩის სასურველი შედეგით დასრულება, ეს მეოთხე გამარჯვება იქნბეა მიმდინარე "ლა ლიგის" სეზონში. უნდა აღინიშნოს, რომ "ბლანკოსს" უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში "ესპანიოლი" დამარცხებული ჰყავს. მიმდინარე სეზონში კატალონიელები საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელნი არიან.

თუ "რეალი" გამარჯვებას მოახერხებს, "ლა ლიგაში" რიგით 2000-ე დაუმარცხებელი მატჩი იქნება სამეფო კლუბისთვის. აქამდე მადრიდისტებს 1477 გამარჯვება და 522 ფრე აქვთ "პრიმერას" ისტორიაში.

რაც შეეხება "რეალი"-"ესპანიოლის" დაპირისპირებას, ბარსელონური კლუბი იმ იშვიათ გუნდთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც "ბლანკოსთან" ურთიერთშეხვედრებში დადებითი შედეგი აქვთ. აქამდე გუნდებმა 77-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში, 30-ჯერ "ესპანიოლმა" იმარჯვა, 29-ჯერ "რეალმა", ხოლო 18 მატჩი ფრედ დასრულდა. მადრიდისტებმა 120 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო კატალონიელებმა 116-ის.

ამ მატჩისთვის ჟოზე მოურინიომ მხოლოდ 19 ფეხბურთელი წაიყვანა ბარსელონაში. მის განკარგულებაში უკვე ჰამიტ ალტინტოპიცაა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ბენზემას, პეპეს, კოენტრაოსა და კარვალიო, მათ დაზიანებები აღენიშნებათ და სწორედ ამიტომ დარჩნენ განაცხადს მიღმა. სამაგიეროდ შემადგენლობაში გამოჩნდნენ პაჩეკო და ხოსელუ.

შვიდი გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს იკავებს. პორტუგალიელი "თეთრების" მთავარი დამრტყმელი ძალაა. მან უკვე ორ მატჩში მოახერხე ჰეტ-ტრიკის შესრულება. რაც შეეხება კაკას, ბრაზილიელი ჩვეულ ფომრას ნელ-ნელა უბრუნდება. უკანასკნელ ორ მატჩში რიკიმ ძირითადიდან დაიწყო თამაში, გაიტანა ორი გოლი, გააკეთა ორი საგოლე გადაცემა და ერთი თრეთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

რაც შეეხება "ესპანიოლს", კატალონიურმა კლუბმა უკანასკნელი შეხვედრა "ლევანტესთან" დათმო. აღსანიშნავია, რომ შინ მათ 100%-იანი შედეგი აქვთ - ორი შეხვედრიდან ორი მოიგეს. ასევე 100%-იანი შედეგი აქვთ გასვლაზეც, ცხადია უარყოფითი - სამიდან სამი წაგება.პოჩეტინიოს შეგირდები ამჟამად 6 ქულით მეათე ადგილს იკავებენ.

გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ გამოცდილი და იმედის მომცემი მოთამაშეებიც იყიდა: ვეისი, დიდაჩი, ალბინი, პანდიანი, რომარიკი და ა.შ.

  • wishmaster
  • 2 ოქტომბერი 2011
  • 1 810
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)