ზიდანი აზარის შეძენას მოითხოვს
ზინედინ ზიდანი, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას, დაჟინებით სთხოვს ,,ლილის" ბელგიელი ლეგიონერის, ედენ აზარის შეძენას.
as-ის ცნობით, ზიდანმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ კლუბთან. ლეგენდარული ფეხბურთელი აზარის ტრანსფერს მომავალი წლისთვის გეგმავს, ახლა იგი მხოლოდ პერესის თანხმობას ელოდება. ზიდანი კლუბის პრეზიდენტს, მიშელ სეიდუს, ესაუბრა და საკუთარი სურვილი გააცნო. გარდა ამისა, ლეგენდარულმა ნახევარმცველმა სეიდუს სთხოვა, მას აზარის თაობაზე მიღებული ყოველი წინადადების შესახებ შეატყობინოს. აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ტალანტის გადმობირება ადვილი, არ იქნება რადგან მას ,,ლილი" 30 მილიონზე ნაკლებად არ შელევა, რამეთუ იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.
აზარის შეძენა ლონდონის “არსენალს”, მიუნხენის “ბაიერნსა” და მილანის “ინტერსაც” სურთ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საქმეში ზიზუ ფიგურირებს, “ბლანკოსი" ბელგიელის გადაბირების მთავარ პრდეტენდათ ითვლება.
- 30 სექტემბერი 2011
- 4 073
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.