კარლოსი ნეიმარს: "უაზროდ ნუ იქცევი, წადი "რეალში"
ნეიმარის უაზრო საქციელით უკვე რობერტო კარლოსიც კი დაიღალა...
"ნეიმარს გაუსლ კვირას ველაპარაკე, მე მას ვუთხარი რომ დროა უაზრო საქციელებს თავი დაანებოს და მადრიდის "რეალში" გადავიდეს. საქმე იმაშია რომ მას და მის ოჯახს ბრაზილიის დატოვება უმძიმთ."
"ნეიმარი "სანტოსში" ისეა, როგორც კრისტიანო "მადრიდის რეალში" ან მესი "ბარსელონაში". მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ისე კარგად ითამაშებს "ბლანკოსში", როგორც ახლა ბრაზილიურს კლუბში."
რობერტომ კაკაზეც გააკეთა მცირე კომენტარი: "კაკამ ბოლო თამაშებში თამაშის ხარისხი ბევრად გააუმჯობესა. ძალიან მოხარული ვარ მისით. ის უბრალოდ ფენომენია, ის დაბრუნდება, რიკარდო მალე ძველ ფეხბურთს დაუბრუნდება."
კარლოსს მესიზეც კითხეს. "რას ვიტყვი მესიზე? არაფერს. უბრალოდ ვუყუროთ მის თამაშს და დავუკრათ ტაში."
"რაც შეეხება ჩემი კარიერის დასრულებას... ჯერ–ჯერობით ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ფეხბურთის თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მინდა ფეხბურთით კიდევ ვიცხოვრო. დღეს გუნდის პრეზიდენტთან ერტად ვვახშმობ. ჩვენ ჯერარდის, ლამპარდის და პირესის ტრანსფერის განხილვა გვსურს მომავალი სეზონისთვის. ასევე გუნდს კაპელოს გადმოყვანა სურს."
ინფორმაციის წყარო marca.com
- 29 სექტემბერი 2011
- 4 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.