ვარანე: "თითები გადაჯვარედინებული მაქვს"
ახალგაზრდა ”ბლანკოსის” პირველი ინტერვიუ ესპანეთში გადმობარგების შემდეგ.
3 თვის წინ თქვენ დაგირეკათ ზინედინ ზიდანმა და ”მადრიდის რეალში” მოგიწვიათ. წარმოგედგინათ თუ არა, რომ ასე მოკლე ხანში შედგებოდა თქვენი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე?
მე სულ რაღაც 18 წლის ვარ და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მნიშვნელოვან თამაშებში მივიღებდი მონაწილეობას, მითუმეტეს , როგორც ”მადრიდის რეალის” სასტარტო შემადგენლობის ცენტრალური მცველი, მაგრამ ეს მოხდა. ლა ლიგაში ჩატარებული ორი შეხვედრისა და ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ თითები გადაჯვარედინებული მაქვს იმ იმედით, რომ მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად იქნება. რა თქმა უნდა, ვარჯიშს გავაგრძელებ.
თქვენ სამი შეხვედრა სასტარტოდან დაიწყეთ. გრძნობთ თუ არა პროგრესს საკუთარ თამაშის ხარისხში?
რა თქმა უნდა, მე ამას ვხედავ და ვგრძნობ. როცა ასეთი მწვრთნელი გავარჯიშებს და ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით გიწევს თამაში, ყველაფრის სწავლა შეიძლება. ამ შეხვედრებმა მე, როგორც ფეხბურთელი, უფრო გამზარდა.
თქვენ სამიდან ორი შეხვედრა ”ბერნაბეუზე” ითამაშეთ. თქვენს ყოფილ გუნდ ”ლანსთან” მიმართებაში , გრძნობთ თუ არა სხვაობას?
სიმართლე რომ გითხრათ, ამ სტადიონებზე არსებულ ატმოსფეროს არავითარი საერთო არ აქვთ. ”ფელიქს ბოლარი” (”ლანსის” სტადიონი) შედარებით მცირეა, მაგრამ ადგილობრივი გულშემატკივარი ხმაურიანად და მედგრად უდგას გუნდს გვერდში. ”ბერნაბეუზე” დიდი ზეწოლა და დაძაბულობა იგრძნობა, რაც სიტუაციას უბრალოდ შეუდარებელს ხდის.
რას გეუბნებოდათ ჯოზე მოურინიო დებიუტის წინ?
მწვრთნელმა მითხრა, რომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგო. ახალგაზრდა ვარ და გამოცდილება არ მაქ, ამიტომაც მოურინიო ჩემგან, რაც შეიძლება ცოტა რაოდენობის შეცდომებს ითხოვს. მატჩის პირველიდან ბოლო წუთამდე ყურადღებით უნდა ვიყო. ცენტრალური დაცვის ხაზი ყოველთვის დიდი მნიშვნელობისაა , ამიტომაც ორთაბრძოლაში ჩასაბმელად მუდამ მზად უნდა ვიყოთ.
თქვენ ძალზედ მოკლე ხანში შეეჩვიეთ ახალ ქვეყანას. ბევრი გეხმარებოდათ იმაში, რომ ამ დიდებული გუნდის გასახდელში თავი უცხოდ არ გეგრძნოთ.
ეს მართლაც რომ ასეა. ყველა ჩემი თანაგუნდელი ცდილობდა და ცდილობს, რომ კარგად მომექცეს. ყველაზე მეტად მისტერი მეხმარება, აგრეთვე კარიმი და ლასსი, რომლებსაც ესმით, თუ რას ვგრძნობ მე, ისიც ხომ ძალზედ ახალგაზრდა იყო, როცა ”ჩელსიში” გადავიდა. დიარა ღირებულ რჩევენს მაძლევს, რაც ადაპტირებაში მეხმარება. რაც შეეხება ვარჯიშებს, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ვინაიდან ირგვლივ სულ მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ძალზედ მეხმარებიან.
თქვენ საფრანგეთის 21 წლამდელთა წევრი ხართ. არ გიფიქრიათ ძირითად გუნდში გადასვლაზე? ევრო-2012-ზე არ გინდათ თამაში?
ამ მომენტში მასეთებისთვის არ მცალია. ჩემი ერთადერთი საფიქრალი ”მადრიდის რეალში” თამაშია. მომეცა საშუალება, რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მეთამაშა, შესაბამისად დღე და ღამ ამაზე ვფიქრობ. თუ ლორან ბლანი დამირეკავს და მეტყვის, რომ ვჭირდები , გამიხარდება, მაგრამ ისეც არაა, რომ შეპყრობილი ვიყო პირველ გუნდში გადასვლით. ჩემთვის უმთავრესია განვითარების გაგრძელება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ უფრო ხშირად გამოვდიოდე მოედანზე. თუ მე საფრანგეთის პირველ ნაკრებში გამომიძახეს, ეს იქნება იმის შედეგი, რასაც ”მადრიდის რეალში” ვაკეთებ.

წყარო: As.com
- 29 სექტემბერი 2011
- 3 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.