მადრიდში თავს უფროდაუფრო კარგად ვგრძნობ
"ლიონის" ყოფილმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალში" ძლიან მალე იპოვნა თავისი თავი. მას ადაპტირებაში თანამემამულე, ლასანა დიარა დაეხმარა.
- როგორ მინდინარეობს ადაპტაციის პერიოდი?
თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ვთამაშობ. ეს ჩემი ოცნება იყო და ამიტომ ადაპაცია მალე გავიარე. გუნდთან შეჩვევაში ლასანა დამეხმარა. აქური პირობების შესახებ სწორედ ლ.დიარამ ამიხსნა და მე მისი მადლიერი ვარ.
- რომელ პოზიციაზე თამაშობთ?
მე ვთამაშობ როგორც უხეში ხელოვანი. მე ვთამაშობ თავისუფალი თავდამსხმელის პოზიციაზე. შემტევი ოთხეული (ბენზემა, კაკა, კრიშტიანო რომალდო და რაული) ისე გადავადგილდებით, როგორც ვითარება მოითხოვს.
- როგორი ატმოსფეროა გუნდში?
მეგობრული, თუმცა ყველაზე კარგად რონალდოსთან და ლასსთან ვგრძნობ თავს. სტადიონზე, ავტობუსში თუ გასახდელში, ერთად ვმხიარულობთ.
- "ტენერიფეს" ორი გოლი გაუტანეთ და ალბათ კმაყოფილი ხართ თქვენ თავით?
აქ თანდათან კარგად ვგრძნო თავს. "ტენერიფესთან" თამაში ადვილი არ იყო, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი თავი გამოვავლინეთ და სამი უპასუხო ბურთი გავიტანეთ. ეს ყველაფერი კი კაკას დამსახურებაა.
- ოთხშაბათს თქვენ "მარსელის" წინააღმდეგ თამაშობთ. სასიამოვნო იქნება თანამემამულეთა წინააღმდეგ თამაში?
რა თქმაუნდა კარგი იქნება, განსაკუთრებით "მარსელის" წინააღმდეგ, რადგან ეს გუნდი ერთ-ერთი გრანდია. ამ კლუბმა გამოიცვალა მწვრთნელი, იყიდეს ახალი ფეხბურთლები... ჩემი მეგობრები "ლიონიდან", მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობნე დაცვაში.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 29 სექტემბერი 2009
- 5 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.