”მადრიდის რეალი” საუკეთესოა
ფრანგული გაზეთი L'Equipe-მა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის თასის შექმნაში, შეადგინა შეფასების შკალა, რომლის მიხედვითაც მოხდა 56 გათამაშების ფარგლებში საუკეთესო გუნდის შერჩევა. ”მადრიდის რეალი” ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა, მას ”მილანი” და ”ბაიერნი” მოსდევენ.
ჩემპიონატის მოგება 30 ქულით ფასდება, ფინალში თამაში 15 ქულით, ხოლო ნახევარფინალში გასვლა კი 10 ქულით. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ”მადრიდის რეალი” სიის სათავეშია. ამის საშუალებას მას ცხრაჯერ მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის თასი აძლევს.
ორი ”მადრიდის რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მოხვდა ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში, ესენი იყვნენ ალფრედო დი სტეფანო (ხუთი ევროთასი, ყველა მათგანი ”მადრიდის რეალის” რიგებში) და კლარენს ზედორფი (ოთხი ევროთასი, ერთი ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელის რანგში)
2. ”მილანი” - 330
3. ”მიუნხენის ბაიერნი” - 288
4. ”ბარსელონა” - 250
5. ”ლივერპული” - 237
6. ”მანჩესტერ იუნაიტედი” - 229
7. ”აიაქსი” - 220
8. ”ბენფიკა” - 217
9. ”იუვენტუსი” - 215
10. ”მილანის ინტერი” - 184
- 29 სექტემბერი 2011
- 4 128
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.