იდეალური კონტრ–შეტევა
პირველი 15 წუთის მანძილზე ამსტერდამელები დამაჯრებლად თამაშობდნენ. ჰოლანდიელთა ერთ–ერთ შეტევაზე სერხიო რამოსმა დაცვიდან ბურთი თავით მესუთ იოზილს გადააწოდა, რომელმაც რამდენიმე შეხებით სწრაფი გადაცემა გაუკეთა კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელმა ე.წ "კედელი" (3 სვლიანი კომბინაცია) გაითამაშა რიკარდო კაკასთან, ხოლო ამის შემდეგ მადრიდელთა შვიდმა ნომერმა კვლავ იოზილს დაუბრუნა ბურთი, თუმცა ამჯერად შეტევის მარჯვენა ფლანგზე, მესუთმა ბენზემას შესანიშნავი გადაცენა გაუკეთა, რის შემდეგაც ფრანგმა შეტევის ერთ–ერთი ორგანიზატორი რონალდუ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ზემოთხსენებულმაც აღარ დააყოვნა და 25–ე წუთზე შესანიშნავი ბურთი შეაგდო მეტოქეთა კარში. ამ ყველაფერში შესამჩნევი სწორედ ის არის, რომ ყველა ფეხბურთელმა შეტევაში მხოლოდ ერთხელ შეახო ბურთს ფეხი (გარდა იოზილისა). ჯამში რვა გააზრებული პასი და 15 წამში გატანილი გოლი.
- 28 სექტემბერი 2011
- 3 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.