მანუელ პელეგრინი:"ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ"
მანუელ პელეგრინიმ "რეალში" მწვრთნელობა გამარჯვებების სერიით დაიწყო. მადრიდელებმა 15 ქულა მოაგროვეს. მათ მოიგეს ხუთი მატჩი ზედიზედ და "ბარსელონასთან" ერთად იყოფენ პირველ ადგილს. ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში კი გაანადგურეს "ციურიხი" 5:2, მაგრამ როგორც იტყვიან კარგად დაწყება საქმის ნახევარია და 56 წლის ჩილელი სპეციალისტი ამას კარგად ხვდება. მთავარი ის იქნება როგორ დასრულდება ეს სეზონი და ვინ ითამაშებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პელეგრინი ესაუბრა Uefa.com-ს ამასწინათ გამართულ ელიტარული მწვრთნელების ფორუმზე ნიონში.
ითვლება ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარ პრიორიტეტად?
დიახ, ითვლება, რადგან ეს თასი ჩვენთვის იქნება მეათე ტიტული, ხოლო ფინალი კი ჩვენს სტადიონზე გაიმართება. ამ მისიისათვის ჩვენ შევქმენით საუკეთესო კლუბი.
კმაყოფილი ხართ იმ შედეგებით, რასაც გუნდმა მიაღწია ამ მომენტამდე?
რა თქმა უნდა. დიდი ხანია, რაც "რეალს" ასე დამაჯერებლად არ დაუწყია ჩემპიონთა ლიგა. ჩვენგან ბევრს ელიან, რადგან "სამეფო კლუბი" ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტია, რომელიც ბევრჯერ აღწევდა გამარჯვებას ამ ტურნირზე. ასევე წლევანდელი ფინალი ჩვენს სტადიონზე გაიმართება. ჩვენ გვაქვს შანსი მოვიგოთ მეათედ ეს თასი ჩვენსავე არენაზე. ყველას გვჯერა წარმატების.
რამდენად ძლიერია ჯგუფი, სადაც მოხვდნენ ორი ჩემპიონთა ლიგის ექს–გამარჯვებული – "მარსელი" და "მილანი"?
ესენი დიდი კლუბები არიან, რომელთაც სჯერათ თავიანთი ძალების და სურთ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა. "ციურიხიც" და "ბარსელონას" პატივისცემით უნდა მოეკიდონ მოწინააღმდეგეს.
"რეალი" არ გასულა 1/4 ფინალში 2003/04 წლების შემდეგ. რას იტყვით ამის შესახებ?
მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან მე მათთან ერთად არ ვყოფილვარ. მე მაინტერესებს როგორ ითამაშებს ამ სეზონში "რეალი". "სამეფო კლუბის" კალიბრის გუნდი არ უნდა აგებდეს პლეი–ოფის პირველივე მატჩში.
თუ "რეალი" ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შეაფასებთ მას თუ არა უიღბლობად?
მე არასდროს ვფიქრობ ნეგატიურ მომენტებზე. ვცდილობ გავექვე მათ. თუ ვერ მივაღწევთ დასახულ მიზნებს, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, მაგრამ გვჯერა, რომ ფინალში ვითამაშებთ.
ძნელია ასეთ ვარსკვლავებთან მუშაობა?
არ არის ძნელი – ისინი ვერ გახდებოდნენ დიდებული ფეხბურთელები, რომ არ ყოფილიყვნენ დიდებული ადამიანები. ჩვენ შევიძინეთ მსოფლიო დონის ფეხბურთელები და თუ ისინი მიხვდებიან, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, მათთვის ყველაფერი ადვილად ჩაივლის. წინ ბევრი მატჩია და როტაციას ვერ გავექცევით. ზოგი უფრო ბევრს ითამაშებს, ვიდრე დანარჩენი ფეხბურთელები. საერთოდ ეს გუნდური თამაშია და საჭიროა ეს გავიგოთ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი მოვიგოთ ყველა ტურნირი და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ.
"ვილიარეალის" შემდეგ თქვენ მოხვდით "რეალში". როგორ უსწორდებით ზეწოლას?
ვერ ვპოულობ განსხვავებას. მქონდა ბედნიერება "ვილიარეალში" მემუშავა ხუთი წელიწადი. იმისთვის, რათა "ვილიარეალი" გასულიყო ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილებზე და გავსულიყავით 1/2 და 1/4 ფინალებში დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ასეთი ზეწოლა მე არ მაღელვებს. "რეალი" რა თქმა უნდა უმაღლესი დონისაა და პრესისგანაც იქნება დიდი ზეწოლა, მაგრამ მწვრთნელის სამუშაო დამოუკიდებელია. ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ და პრესის ზეწოლა არ მაღელვებს.
ფეხბურთელებიდან ვინ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ასეთი ფეხბურთელები არ არიან. საქმე იმაშია, რომ ისინი რჩებიან შესანიშნავ ფეხბურთელებად და ასეთები მოვიდნენ აქაც. რონალდო იყო "მანჩესტერის" ლიდერი, კაკა ბრწყინავდა "მილანში", ბენზემა კი იყო წამყვანი ფიგურა "ლიონში". პრობლემა იმაშია, რომ მათ ერთად უნდა იმუშაონ. "რეალში" იყვნენ ვარსკვლავები და ახლა მათ უნდა მოირგონ ეს როლი. საჭიროა გაიცნო მათი ხასიათი, რათა შექმნა უდიდესი კლუბი.
"ბარსელონამ" გასულ სეზონში მოიგო სამი ტიტული. როგორ მოახერხებს ამას "რეალი"?
საინტერესო ფეხბურთის ჩვენებით. ხუთი წლის განმავლობაში "ვილიარეალი" აჩვენებდა ნამდვილ ფეხბურთს. ჩვენ ვხვდებოდით "ბარსელონას" ხშირად და არ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი წავაგეთ, ვიდრე მოვიგეთ. უადგილოა რაიმე განსხვავებაზე საუბარი. "რეალში" მე გამოვიყენებ იმავე იარაღს. "ბარსელონასთან" და სხვა გუნდებთან ისე ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარმა სტადიონი ბედნიერმა დატოვოს. კარგი თამაშის გარეშე ამის მიღწევა რთულია.
ინფორმაციის წყარო: Uefa.com
- 29 სექტემბერი 2009
- 2 270
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.