კარანკას მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"კაკას ძალიან რთული პერიოდი ედგა, საბედნიეროდ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ მის სახეზე ღიმილს. ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებს, რაც კარგის ნიშანია როგორც მისთვის, ასევე გუნდისათვის. იგი დიდებული ფეხბურთელია და აუცილებლად დაეხმარება მადრიდის რეალს წარმატების მიღწევაში."

"ნებისმიერი გუნდი ისურვებდა კაკას, ოზილის და ალონსოს თავიანთ შემადგენლობაში ხილვას. წინა მატჩში ამ სამმა ფეხბურთელმა ერთად ითამაშა მოედნის ცენტრში, დღეს კი ოზილს უფრო მეტად ფლანგზე უწევდა მოქმედება. მესუთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად შეუძლია თამაში, ასე რომ მისთვის ეს ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენს."

"თავიდანვე ხელთ ვიგდეთ მატჩის სადავეები და ხშირად პრესინგსაც მივმართავდით. მესამე გოლის შემდეგ კი უპირატესობა დავთმეთ, რაც ლოგიკურია, თუმცა ამის გამო ჩვენს კართან საფრთხე არ შექმნილა."

"ბენზემამ განაცხადა, რომ მცირე ტკივილი აწუხებს. მალე გავარკვევთ რა სჭირს მას, ვინაიდან არ გვსურს გავრისკოთ ფეხბურთელის ჯანმრთელობა. ჩემი აზრით სერიოზული არაფერია."

  • SunSay
  • 28 სექტემბერი 2011
  • 2 414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)