ჩუს პერედა გარდაიცვალა
დღეს, 73 წლის ასაკში, ყოფილი მადრიდისტა, ხესუს მარია პერედა გარდაიცვალა...
ხესუს მარია, იგივე ჩუსი მადრიდის "რეალში" ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი ცვლილებებზე გამოვიდა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. იგი იმ ფეხბურთელთა სიას ეკუთვნის, რომელთაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" აქვს ნათამაშები. ფეხბურთელმა კარიერა 1972 წელს "მალიორკას" რიგებში დაასრულა. მანამდე კი შემდეგ გუნდებში გამოდიოდა: "ინდაუხტუ", "რეალი", "ვალიადოლიდი", "სევილია", "ბარსელონა", "საბადელი". კარიერის დასრულების შემდეგ ჩუსმა მწვრთნელობა გადაწყვიტა. 20 წლის განმავლობაში იგი ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ავარჯიშებდა.
მადრიდის "რეალი" შეწუხებულია მისი გარდაცვალების გამო და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პერედას ოჯახს...
RealMadrid.Com
- 27 სექტემბერი 2011
- 1 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.