არბელოა: "თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია"

აიტორ კარანკასთან ერთად პრესკონფერენციაზე დღეს ალვარო არბელოაც წარსდგა...

"მოწინააღმდეგეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ისინი უკვე ერთი წელია ერთად მუშაობენ და სტაბილური და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბეს. არის რამდენიმე დანაკარგიც, მაგრამ ორი-სამი მოთამაშე ვფიქრობ თავის სათქმელს იტყვიან მომავალ მატჩში."

"მაისში გამარჯვებაზე ჯერ ადრეა საუბარი, ჯერ სექტემბერია. არ შეგვიძლია ვიფიქროთ რა მოხდება რვა თვის შემდეგ. მაგრამ თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მაშინ ყველა მატჩი სასურველი შედეგით უნდა დავასრულოთ. ხვალ თუ გავიმარჯვებთ, ექვს ქულას დავაგროვებთ და პრაქტიკულად ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ."

"გუნდში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელთაც ძირითად შემადგენლობაზე აქვთ პრეტენზია. მე სრულ მზადყოფნაში ვარ, თავდაუზოგავად ვმუშაობ და ასეც გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მატჩებში თამაშის საშუალება მომეცემა. გასულ წელს ხშირად მიწევდა თამაში და ვიმედოვნებ, რომ წელსაც ასე იქნება."

  • wishmaster
  • 26 სექტემბერი 2011
  • 1 664
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)