კარანკა:"ფანები ჩვენს გვერდით არიან"
""აიაქსი" გასულ წელთან შედარებით უკეთ გამოიყურება. მათ გუნდი პრაქტიკულად შეინარჩუნეს და მძლავრი კოლექტივი ჩამოაყალიბეს ერთად მუშაობით. რთული მატჩი გველოდება."
"ყველა თამაში სხვადასხვაა და სხვადასხვა ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ თამაშის საშუალება. ეს გასულ სეზონშიც ასე იყო და წელსაც ასე იქნება. ვინც უკეთ ფორმაში შეხვდება კონკრეტულ მატჩს, ის დაიწყებს ძირითადიდან ასპარეზობას. ოზილმა "რაიოსთან" მისი მაღალი კლასი დაამტკიცა, რაც შეეხება ხედირას, იგი ტრავმის შემდეგ კარგად გამოიყურება. სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ალტინტოპზე რა შეიძლება ითქვას, ჯერ ადრეა მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა ხვალ მას შანსი მიეცეს. იგი თავდაუზოგავად მუშაობს გუნდთან ერთად და ერთი სული აქვს როდის შეძლებს თამაშს."
"წინა კვირა საშინელი იყო ჩვენთვის. წარუმატებლობის შემდეგ საკუთარ კედლებში პირველივე წამებზე გავუშით გოლი. ამ შემთხვევაში ჩვენ სრულად ვენდობით უკლებლივ ყველა ფეხბურთელს. მათ საბოლოოდ მობილიზება მოახერხეს და გუნდური თამაშით მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს."
- 26 სექტემბერი 2011
- 1 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.