პეპე : გაზეთებს ალბათ გაუჭირდათ
მოგეხსენებათ, უცხოურ პრესაში "ერთი ამბავი იყო" ატეხილი. ჟურნალისტების მთავარი თემა დღეების მანძილზე რიკარდო კარვალიოსა და კლეპერ პეპეს დაპირისპირება იყო, დაიბეჭდა უამრავი სტატია იმის შესახებ, რომ თანამემამულეებს შორის უთანხმოება მძვინვარებს. მადრიდელმა "3"-იანმა კომენტარი გააკეთა და ყველაფერს წერტილი დაუსვა...
"პრესის წარმომადგენლებს ალბათ გაუჭირდათ და სენსაციური ინფორმაციების წერა დაიწყეს, სხვა შემთხვევაში მათი პროდუქცია ვაჭრობიდან ამოვარდებოდა."
"ჩემსა და რიკარდოს შორის არანაირი უთანხმოება არ არის. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ კარვალიომ ნაკრები დატოვა, თითქოს მე ამაზე გავბრაზდი და მასთან ურთიერთობა დამეძაბა, ეს სრული აფსურდია, რიკარდო ჩემზე გამოცდილი ფეხბურთელია და თავის გადაწყვეტილებაზე თვითონვე აგებს პასუხს, მე არ შემიძლია მისი ბედი გადავწყვიტო."
"არანაირი უთანხმოება ჩვენ შორის არ არსებობს, წლების მანძილზე ერთმანეთის კვალდაკვალ ვასპარეზობთ და ჰარმონიული ურთიერთობის გარდა არაფერი გვაკავშირებს, ეს ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილი ჭორია."
- 26 სექტემბერი 2011
- 2 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.