კრუიფი: ,,აიაქს" შეუძლია ,,რეალთან" ქულის აღება
ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ,,აიაქსს" ,,რეალთან" წარმატების მიღწევა შეუძლია.
,,რა თქმა უნდა, ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც “რეალია”, ძალიან ძნელია. მითუმეტეს, საკუთარ მოედანზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელები საუკეთესო ფორმაში არ არიან, რაზეც განვლილ შეხვედრებში მათ მიერ ნაჩვენები შედეგი მეტყველებს. მოურინიოს შეგირდები სეზონის სასტარტო მატჩებში არასტაბილურად თამაშობდნენ, ამიტომ ,,ამსტერდამულ გუნდს" წარმატების მიღწევის შანსი აქვს. ჰოლანდიელებმა ორგანიზებულებმა უნდა ითამაშონ. “ბლანკოსის” ცენტრალური მცველები ორთაბრძოლების დროს ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ პოზიციურად ისინი არცთუ ძლიერად თამაშობენ. ეს ჟოზეს გუნდის აქილევსის ქუსლია და “აიაქსმა” ამით უნდა ისარგებლოს”-განაცხადა კრუიფმა.
ინფორმაციის წყარო:De Telegraaf
- 26 სექტემბერი 2011
- 2 166
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.