როგორც ფენიქსი
როგორც მოურინიომ განაცხადა, ასეთ დროს, როცა მის გუნდს მთელი საფეხბურთო სამყარო აკრიტიკებდა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ "ბლანკოსი" შეხვედრის პირველივე წუთებზე გაიტანდა და მშვიდად მიიყვანდა მატჩს გამარჯვებამდე, თუმცა როგორც იცით ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
“მადრიდის” რეალმა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გამოიყვანა. ორი საყრდენი ნახევარმცველი - ალონსო და დიარა, გამთამაშებლად რიკარდო კაკა, ფლანგებზე დი მარია და რონალდო და ცენტრფორვარდად გონსალო იგუაინი.
მას შემდეგ, რაც მადრიდულმა კლუბმა პირველივე წუთებზე გაუშვა ბურთი საკუთარ კარში, მოურინიოს ბევრი არ უფიქრია, პირველი ტაიმის დასრულებასაც არ დაელოდა, “ვა ბანკზე” წავიდა და მოედანზე ლასანა დიარას ნაცვლად ოზილი გამოიყვანა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ “რეალი” ერთი საყრდენით დარჩა მოედანზე, რაც ძალზე იშვიათად ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
აი, ამ მომენტიდან კი ყველაფერი შეიცვალა. რეალის სქემაც, სათამაშო ხარისხიც და ნახევარდაცვის კრეატიულობაც, რომელიც განსაკუთრებულად აკლდა გუნდს, ბოლო ორი მატჩის განმავლობაში. გუნდმა თამაში განაგრძო ორი ფლეიმეიკერით, რაც დიდი იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში. თუმცა იმიტომ ყავს მადრიდელებს განაკუთრებული მწვრთნელი, რომ ყველაზე რთულ მომენტებში განსაკუთრებულად ითამაშოს და სწორედ ასეთი თამაშით მოიპოვოს გამარჯვებები.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი რიკარდო კაკა იყო.
რიკარდო იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, განაგრძო თავდაუზოგავი ვარჯიში ყველაზე კრიტიკულ პერიოდშიც კი და როცა, ყველა გაკრიტიკებს, არავის სჯერა შენი და დავიწყებას ეცემი, ღვთის რწმენით და ბევრი შრომით შეუძლებელი შეძლო და როგორც ფენიქსი, ფერფლიდან აღსდგე, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცო შენი საუკეთესოობა. ოღონთ არა იმ ხალხისთვის, რომლებიც შენ გაკრიტიკებდნენ, არამედ საკუთარი თავისთვის, შენი ოჯახისთვის და შენი ერთგული გულშემატკივრებისთვის, რომელბსაც ყოველთვის სჯეროდათ შენი და შენს მხარეს იდგნენ, ნებისმიერ სიტუაციაში, უზარმაზარ კრიტიკას წინ უდგებოდნენ და ყველაფრისგან გიცავდნენ.
მართლაც გუშინ რიკარდო შეუჩერებელი იყო, ის მართავდა შეტევებს, ბურთი გადაჰქონდა შეტევაში, პირველ გოლამდე რიკი ერთადერთი იყო, რომელსაც კრეატივი შეჰქონდა შეტევებში, თუმცა რონალდოს გოლის შემდეგ, რომელიც მან 39 წუთზე კაკა-ოზილის დუეტის ბრწყინვალედ განხორციელებული შეტევის შემდეგ გაიტანა, ყველაფერი შეიცვალა. გუნდმა უდიდესი ფსიქოლოგიური ნამატი მიიღო. რონალდოს და იგუაინს გაუთავისუფლდა ზონები. კაკა-ოზილის დუეტი ცენტრში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ამას გარდა, დი მარია ოდნავ უკან ჩამოიწია ნახევარდაცვის დასახმარებლად. ეს ასეც მოხდა, “ბლანკოსის” ნახევარდაცვა გაუვალი ჩანდა.
“ბლანკოსის” ცენტრი, რომელსაც ბრაზილირურ-გერმანული დუეტი შეადგენდა, მეტოქისთვის გამანადგურებელი იყო. ისინი ისე ანაწილებდნენ თანაგუნდელებს მოედანზე, როგოც შახმატის ფიგურებს, თითქოს თავიდან ასწავლიდნენ ფეხბურთის თამაშს.
როგორც ჩანს, ოზილმა ისევ ნახა თავისი მუზა. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. გაგვახსენა ოზილი, რომელსაც ასე მივეჩვიეთ “სამეფო კლუბში” აკეთებდა შესანიშნავ გადაცემებს, როცა არსებობს პასის 1000 ვარიანტი, ის კი ამოირჩევს ერთადერთ სწორ და უმნიშვნელოვანესს, რომლის შემდეგაც გავა გოლი.
თუმცა ამის მიუხედავად, გერმანელს დღევანდელი დღიდან აღარ ექნება ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი, რადგან ბრაზილიელი დირიჟორი სახელად რიკარდო კაკა დაბრუნდა და მასთან ერთად დაბრუნდა ის ელეგანტობა, საფეხბურთო ხელოვნება და გენიალური თამაში, რომელიც ბრაზილიელს გააჩნია.
თუმცა არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. სავსებით შესაძლებელია, ეს არ იყოს პირველი მატჩი, როცა რეალი ორი ფლეიმეიკერით თამაშობს. მოურინიო არის განსაკუთრებული მწვრთნელი, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი და ასეთ პირობებში, როცა გუნდმა სულ სხვა დონის ფეხბურთი აჩვენა კაკა-ოზილის დუეტის ხარჯზე, არ იქნება გასაკვირი თუ კი მოურინიო შეცვლის რეალის წყობას და ბევრად უფრო შემტევს გახდის.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინიოს დაუსვეს კითხვა: გეგმავთ, კაკა-ოზილის დუეტის გამოყენებას ალონსოს წინა ხასზე მომდევნო მატჩებში?
არ არის გამორიცხული, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ძალიან სარისკოა და მოითხოვს უმაღლესი დონის ფიზიკურ კონდიციებს. ხაბი ვერ ითამაშებს ცენტრში მარტო 90 წუთის განმავლობაში, კაკა და ოზილი უნდა დაეხმარონ მას. სასიხარულოა, რომ დღეს, სწორედ ასეც მოხდა. მე გავრისკე და სწორიც აღმოვჩნდი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ წყობით, როცა ცენტრში 5 ნახევარმცველი თამაშობდა, გუნდი უფრო ბალანსირებულ ფეხბურთს თამაშობდა და ნახევარდაცვა ბევრად უფრო გაუვალი ჩანდა.
- 25 სექტემბერი 2011
- 4 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.