ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს 27 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მადრიდის ,,რეალი" ამსტერდამის ,,აიაქსს" დაუპირისპირდება, ამ შეხვედრისთვის გუნდმა მზადება უკვე დაიწყო.
"ბლანკოსმა" დღეს დილით ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მოურინიოს განკარგულებაში 20 ფეხბურთელი გახლდათ. სერხიო რამოსი, მარსელო, ალბიოლი, ვარანი, ჩაბი ალონსო, კაკა, , იგუაინი,იოზილი და კრიშტიანუ რონალდუ მსუბუქად ვარჯიშობდნენ . ხოლო დანარჩენები: დი მარია, ლასანა დიარა, ბენზემა, ხედირა, გრანერო, არბელოა, კალეხონი და ალტინტოპი, ინტენსიურად ბურთის გარეშე ირჯებოდნენ . კასილასს, ადანსა და მეხიასს, მეკარეების მწვრთნელი სილვინო ლოურო ავარჯიშებდა.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 25 სექტემბერი 2011
- 1 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.