"RealCalejon"

როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალის" ტელევიზია ატარებს ზემოთხსენებული ტიპის გადაცემებს, რომლებსაც "ბლანკოსების" ფეხბურთელები პერიოდულად სტუმრობენ. ამჟამად გადაცემის სტუმარი კლუბის ახალწვეული კალეხონი გახლდათ. გთავაზობთ მის ინტერვიუს.

მითხარი ცოტა რამ მალუზე. ესაა სიმღერა, რომელიც შენ აირჩიე ინტერვიუს დაწყებამდე. საღამო მშვიდობისა და კეთილი იყოს შენი მობრძანება "მადრიდის რეალის" ტელევიზიაში.

საღამო მშვიდობისა და მადლობა მოწვევისთვის.

სიამოვნებით დავიწყდებდი შნთან ინტერვიუს შენ თმაზე საუბრით. შენნაირი ვარცხნილობის თმები, სიმართლე გითხრა არასდროს არ შემხვედრია.

მთავარი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემი თმა მეც შიშს მგვრის ხოლმე.

შენ ამბობ, რომ ეს სიმღერა შენთვის ისეთივეა, როგორი ამოჩემებული სიმღერებიც აქვთ ხოლმე წყვილებს?

დიახ, თქვენ მართალი ხართ.

რას იტყვი ფლამენგოზე–სიმღერას, რომელსაც შენს მახლობლად უსმენდი ხოლმე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა კამარონი...

დიახ, როგოც ყველა ანდალუსიელს, მეც მიყვარს ფლამენგო. ჩემი ფავორიტი მომღერალი ჩემს მახლობლად ცხოვრობდა. კამარონიც მომწონს, მაგრამ ძრითადად მალუს ვუსმენ, ვინაიდან ის მე და ჩემ მეგობარ გოგოს ბევრ რამეს გვეუბნება.

შენ მოტრილიდან ხარ, თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ შენი დაბადების ადგილი შენს გულშა...

დიახ, მოტრილი და მთელი ანდალუსია ჩემთვის განსაკუთრებულია. ის ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. სადაც არ უნდა წავიდე, მე მუდამ ამ რეგიონთან ვიქნები დაკავშირებული და ანდალუსიელად დავრჩები. ხალხი ამბობს, რომ ანდალუსიელები ცნობილინი არიან თავიანთი ხელოვნებითა და იუმორით–ეს ასეცაა. გასახდელში ჩვენთან არის სერხიო რამოსი, რომელიც ჩემი რეგიონიდანაა, შესაბამისად მე მუდამ ვცდილობ მასთან ერთად ყოფნას. ჩვე ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეტ და როგორც ყველა ანდალუსიელი, სხვებისგან ცოტათი განსხვავებულები ვართ...

ანუ შენ ანდალუსიელი ხარ, შენი თავი გაიგივებული აქვს მხიარულებასთან , იუმორთან. ხოსე კალეხონი უფრო მეტად მსახიობი თუ კომედიანტია?

კარგი...

იქნებ, ორივე ერთად?

დიახ, ჩემში ორივე არის, ძალიან არტისტული არ ვარ, მაგრამ მხიარულობას რაც შეეხება, ძალზედ მხიარული ადამიანი ვარ. კარგი იუმორის გრძნობა მაქ და მუდამ კარგ ხასიათზე ვიმყოფები. ბედნიერი ვარ, შესაბამისად ცუდად ყოფნის უფლება არ მაქვს.

დაგვიხასიათე შენი წარმოშობის ადგილი მოტრილი...

მე კალეხონის გამზირიდან ვარ, მაგრამ ამასთან ჩემს გვარს არაფერი საერთო არ აქვს. იქ მე ჩემს ძმასთან ერთად გარეთ ბევრს ვთამაშბდი. ჩვენ ორნი ვართ და ის ჩემთვის ძალზედ ბევრს ნიშნავს. იგი მუდამ მხარში მიდგას. ბებიაჩემს სახლში ბაღი ქონდა, სადაც ერთმანეთის გვერდით ორი ხე იდგა, რომლებსაც ჩვენ კარის ფუნქციებს ვაკისრებდით. იქ ანტონიოსა და ხუანთან–ჩემი ბიძაშვლი ერთად ვთამაშობდი. ძალიან ბედნიერი წლები იყო. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები იყო, ვინაიდან ჩემ ძმასთან ერთად ვიყოფდი ყველაფერს. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდი. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი ადამიანია.

შეგიძლია მოგვიყვე კალეხონების ოჯახზე ? ოჯახზე, რომელშიც იზრდებოდი..

ნორმალური ორსართულიანი სახლი გვქონდა, სადაც ყველაფერი ფეხბურთით იყო გარშემორტყმული. მე და ჩემი ძმა მუდამ ბურთს დავსდევდით. მამაჩემი დიდი ფეხბურთის მოყვარული არ იყო , როცა ხუთი წლის გავხდი ბებიაჩემის რაიონის ადგილობრივ გუნდში დავიწყე სიარული. ნელ–ნელა ვაუმჯობესებდი და შედეგად , რა თქმა უნდა მოტრილის გუნდში მოვხვდი. გამიამრთლა, რომ ფეხბურთის თამაშს დღესაც ვახერხებ.

თუ არ ვცდები შენი მშობლები კვლავ იმ სახლში ცხოვრობენ? როგორ გამოიყურებოდა ხოსე კალეხონის ბავშობის დროინდელი ოთახი?

ჩემი ოთახის კედლები ფეხბურთელების სურათებით იყო დაფარული. ეხლაც ვაგროვებ ფეხბურთის მარკებს...

რომელი ფეხბურთელების? რომელი ფეხბურთელები ჩნდებოდნენ შენს კედელზე?

ბევრი. ფიგუ, რონალდო... ბევრი, ვინებსაც , როცა პატარები ვიყავი, გვსურდა, რომ დავმსგავსებოდთ. ბევრი ფეხბურთელის სურათები მქონდა... ეს სპორტი იყო, ეს ფეხბურთია და მე ის მაშინაც და ეხლაც მაინტერესებს...

რაზე ოცნებობდი შენ ოთახში, როცა პატარა იყავი?

მართა მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს ოცნება პატარა ბავშობიდანვე მქონდა. მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ ეს იყო ის, რისი გაკეთებაც სიამოვნებას მანიჭებდა და მინდოდა. მე და ჩემმა ძმამ ძალიან ახალგაზრდებმა დავიწყეთ თამაში. ფეხბურთი იყო ის, რაც ჩვენ აღგვაფრთოვანებდა, ნელ–ნელა წინ და წინ წავედი, ძალზედ გამიმართლა იმაში, რომ ვარ იქ, სადაც ამჟამად ვიმყოფები.

შენ, როცა საუბრობ მუდამ საკუთარ ძმას იხსენიებ, მაგრამ აუცილებელია ისეთი ადამიანების გახსენებაც, როგორებიც იყვნენ ხავი, რაული, კარლოსი... შენი სამეგობრო.

როცა პატარები ვიყავით ერთსა და იმავე გუნდში ვთამაშობდით. ხავი, რაული, კარლოსი, ჩვენ კვლავ შესანიშნავი მეგობრები ვართ. ხავი მადრიდში ცხოვრობს, შესაბამისად ერთმანეთის ნახვის პრობლემა არ გვაქ. როცა მოტრილში ან გრნადაშიჩავდივარ კარლოსსა და რაულს ვნახულობ და სადმე დასალევად მივდივართ. ისინი მუდამ ჩემ გულში იყვნენ და ასე დარჩება კიდეც.

რამდენად აუცილებელია ასეთ მეგობრებთან კონტაქტის შენარჩუნება?

აუცილებელია, რომ ყველას პატივს სცემდე და თავდაბალი იყო. მეგბრები, ისევე როგორც პარტნიორები და ოჯახი, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მეგობრებთან კონტაქტი არასდროს არ უნდა დაკარგო.

შენ ხუთ კაციანი ფეხბურთის თამაშით დაიწყე?

დიახ, მასე იყო. ამის შემდეგ შვიდ კაცაზე გადავედით, საბოლოოდ კი თერთმეტი–თერთმეტზე ვთამაშობდით.

შენ ხარ ოჯახიდან, რომლის წევრების "მადრიდის რეალის გულშემატკივრები იყვნენ და არიან, განსაკუთრებით კი მამაშენი.

ის მოტრილის კაპიტანი იყო, ამიტომაცაა მე და ჩემ ძმას ასე რო გვიყვარს სპორტი ეს სახეობა. როგორც მახსოვს მას დილის რვა თუ ცხრა საათზე ქომნდა თამაშები, მე და ჩემი ძმა კი ნახევარი საათით ადრე უკვე მზად ვიყავით მისი თამაშის საყურებლად.

რას ამბობენ შენი მშობლები ეხლა, როცა შენი ოცნებები ახდა და "მადრიდის რეალის" ფებურთელი გახდი? ისინი ალბათ ძალიან ამაყები არიან.

დიახ, ეს მასეა. ისინი ძალიან აღელვებულნი არიან. ეს მათი ოცნების ასრულებაცაა. მათ სურდათ, რომ შვილებს ცხოვრებაში რაღაცისთვის მიეღწიათ, ჩვენ ეს შევძელით. ოცნებები სრულად ჯერ არ აგვიხდენია, ეს ოცნებების ნაწილია. ყველაფერი წინაა. ეხლა მთავარია, რომ ვიმუშაოთ ყოველ დღიურად, რათა ჩვენი მშობლები უფრო ამაყები იყვნენ იმით, თუ როგორი შვილები ყავთ მათ.

რას გვეტყვი დედაშენზე? როგორც წესი, ეს მათ სურთ, რომ შვილებმა ფეხბურთს თავი დაანებონ და სწავლას მიხედონ, მაშინ როცა, მამები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ. რას ამბობდ/გეუბნებოდა დედაშენი?

დედაჩემი, როგორც ყველა ქალი, ცოტა კრიტიკული იყო ჩემი პროფესიის მიმართ, მაგრამ რაც მთავარია, დღეს ორივე მათგანი მხარში მიდგას. ის თავის მხრივ სწორიც იყო . შეიძლებოდა ფეხბურთელად ყოფნის ოცნება ნებისმიერ წამს დამსხვრეულიყო, პატარა ტრავმა და ყველაფერი დასრულდებოდა, ამიტომაც სურდა მას , რომ ჩვენ უფრო მეტად გვესწავლა, ვიდრე დავკავებულიყავით ამ სპორტით. მამაჩემს, რა თქმა უნდა განსხვავებული ხედვა ქონდა. მას მუდამ სჯეროდა, რომ მისი შვილები წარმატებული ფეხბურთელები გახდებოდნენ. შესაბამისად ჩვენ უფრო მეტი ფოკუსირება ფეხბურთზე მოვახდინეთ და აი, მე ვარ იქ სადაც ყოფნაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

შენი 14 წლის ასაკში მოხვედი "მადრიდის რეალში". რა მოგონებები გაკავშირებს იმ პერიოდთან, როცა "მადრიდის რეალის" მაისური პირველად მოირგე?

მე მახსოვს ჩემი პირველი საწვრთნელი ვარჯიში კასტელანას ძველ მინდორზე. მამაჩემის მანქანით მივედი ვარჯიშზე, დავიკარგეთ და ცოტა დავაგვიანე, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო, როცა მოტრილიდან მოდიხარ შენი ოცნებების ასასრულებლად. ეს ეხებოდა გუნდს, რომლის სურათებსაც მე ბავშობიდან ვაგროვებდი, შესაბამისად "მადრიდის რეალის" მაისურის პირველად მორგება, ენით აღუწერელი რამ გახლდათ.

შეგიძლიათ "მადრიდის რეალის" აკადემიაში ყოფნის პერიოდში მომხდარე მოვლენა გაიხსენოთ, რომელიც თქვენს მეხსიერებაში ყველაზე კარგადაა შენახული?

მე მახსოვს ბევრი თამაში, ბევრი ტურნირი, რომელიც მოვიგეთ, მახსოვს ის , თუ როგორ ვთამაშობდი გრანეროსთან, ლოროსთან და ადანთან და სხვა ბევრ თანაგუნდელებთან ერთად. მახსოვს ასევე SEC School–ი, სადაც უამრავ ადამიანს შევხვდი, რომლებთანაც დღესაც ვმეგობრობ.

შენ არაერთგზის გაქვს ნათქვამი, ომ ფეხბურთელი, რომელმაც შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იკერ კასილასია.

ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. ის ეროვნული ნაკრების და კლუბის კაპიტანია. ძალიან თავდაბალი პირვნებაა, ყველასთან ახლო ურთირთობა აქვს. მას უდიდეს პატივს სცემენ. ის ძალზედ დაფასებული პრიოვნებაა. მე მას მუდამ თვალებში შევციცინებ. მინდა, რომ მისგან ვისწავლო, ვინაიდან პირველ რიგში ადამიანობას ვაფასებ.

ამის შემდეგ იყო ჟოზე მოურინიო, მოურინიო, რომელსაც შენ მოსწონხარ, როგორც ფეხბურთელი, რაოდენ მნშვნელოვანია შენთვის ასეთი მწვრთნელის ნდობა შენდამი? მას არაერთხელ უთქვამს, რომ ჭირდებოდა შენნაირი ფეხბურთელი.

მე ეს არ მჯეროდა. ეს იყო ოცნება. ოცნება, რომ მსოფლიოში საუკეთსო მწვრთნელს ქონოდა ნდობა ჩემდამი. ეს ოცნებაა, რომლის დაჯერებაც მე ჯერაც მიჭირს. მე კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ამ კლუბის ყვლა აკადემია გამოვლილი მაქვს, შესაბამისად ამ კლუბის ღირსებას მანამ დავიცავ, საამ ცოცხალი ვიქნები.

რაში გამოიხატება ჟოზე მოურინიოს ღირსება შენთვის, როგორც ფეხბურთელისთვის?

მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და განსაკუთრებული პიროვნებაა. ის ფეხბურთელებთან ძალიან ახლოსაა. იგი ყველაფერს გასარკვევად გიხსნის, გაჯერებს, რატომ არ უნდა ითამაშო ან პირიქით, რატომ უნდა ითამაშო, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოუ პირდაპირი ადამიანია, მიუხედავად იმისა, მოგეწონება ეს შენ თუ არა, ის სიმართლეს გეუბნება. ჩემი აზრით, ისაა პიროვნება, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

როგორი იყო "მადრიდის რეალში" დაბრუნება?

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ოცნებების ახდენაა. როცა 21 წლისამ ეს კლუბი დავტოვე ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან ვხედავდი თუ როგორ წინაურდებოდნენ ახალგაზრდა გუნდიდან ფეხბურთელები პირველ გუნდში, მაგ: გრანერო, ნეგრედო, ხავი გარსია. ყოველთვის ვეკითხებოდი ჩემ თავს, რატომ არ ვთამაშობდი მათ გვერდით, მაგრამ ცხოვრება ხომ მისტიკური რამეა. კლუბიდან მოშორებით სამი წელი გავატარე და მათ დავუმტკიცე, რომ სარგებლის მოტანა შემიძლია. როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება ძალიან გავიზარდე. თავდაუზოგავი შრომა, აი რა დამეხმარა იმაში, რომ დღეს აქ ვარ.

როცა კლუბი დატოვე, ფიქრობდი თუ არა , რომ დაბრუნდებოდი?

არა, სიმართლე გითხრა, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ვფიქრობდი, რომ "ესპანიოლში" კიდევ დიდხანს დავრჩებოდი. ეს მართლაც მშობლიური გუნდია და მათ მე მშვენივრად მიმიღეს. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მაქვს მხარდაჭერა გულშემატკივრების, თანაგუნდელებისა და მთელი სამწვრთნელო შტაბის მხრიდან. როცა დადგებოდა დრო და "მადრიდის რეალიდან" მივიღებდი წინადადებას , მე ამაზე უარს ვერ ვიტყოდი.

როგორც იცით, "მადრიდის რეალი" არის კლუბი, რომელიც ყველაზე ხშირად ტრიალებს ტელევიზიებში, ჟურნალ–გაზეთებში და ა.შ. დადის სხვადასხვა სახის ჭორები გუნდში არსებულ მდგომარეობაზე. ამბობენ, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის.

ადამიანები, რომლებიც ამბობენ ასეთ რამეებს, უბრალოდ არ არიან იმის კურსში, თუ რა ხდება აქ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. იმის დანახვა, რომ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობაა , თავისუფლად შეიძლება საწვრთნელი ვარჯიშის პერიოდში, ან თუნდაც იმ დროს, როცა მოედანს გარეთ ვთამაშობთ ბურთს.

ვინ დაგეხმარათ და დაგიდგათ ყველაზე მეტად , როცა "მადრიდის რეალში" დაბრუნდით? ლბათ ძალიან ღელავდით, როცა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის გასახდელში ჩახვედით...

ყველანი კარგად დამხვდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ის ფეხბურთელები, რომლებსაც ახალგაზრული აკადემიიდან ვიცნობდი, ალვარო არბელოა, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ესტებან გრანერო და ანტონიო ადანი. ამათგან რამოდენიმესთან ერთად მითამაშია, ხოლო სხვებს კი ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ახალგაზრდულ აკადემიაში ვიყავი. ყველანი ძალიან თბილად დამხვდნენ. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვიმყოფები.

ძალიან ბევრი მადრიდისტა უყურებს ამ შოუს და მას მართლაც აინტერესებთ, თუ როგორი ხართ სინამდვილეში. ცნობილი ფაქტია, რომ მოურინიოს არ მოსწონს თქვენი ჩაცმულობა. მან ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ სიამოვნებით შეიტანდა ცვლილებებს თქვენს ჩაცმის სტილში...


დიახ, ეს ასეა. მას განსაკუთრებით ჩემი შარვალი არ მოსწონს.

რას ეტყოდით ყველა მადრიდისტას, რომლებიც თქვენ გიყურებენ?

"მადრიდის რეალი" დიდებული გუნდია, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელებისგან არის შემდგარი. სჩვენი სამწვრთნელო შტაბი ბრწყინვალეა და მსოფლიოში საუკეთესო. ჩვენ მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ და დავიცვათ ამ კლუბის ღირსება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამივე ტიტული მოვიგოთ.

წყარო: RealMadrid.com

  • shvela
  • 24 სექტემბერი 2011
  • 1 729
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)