ბრავო: "რაც არ უნდა იყოს, მოუ საუკეთესოა"
სამეფო კლუბის აკადემიაგამოვლილი რაულ ბრავო, ამჟამად "რაიო ვალეკანოში" გამოდის.ყოფილმა მადრიდელმა, მშობლიურ კლუბთან დაპირისპირების წინ, ინტერვიუ ჩაწერა "ას"-თან.ს
- თითქმის 1 თვე გავიდა, მას შემდეგ, რაც "რაიოში" გადახვედით.როგორ გრძნობთ თავს?
- მოხარული ვარ "ვალეკანოში" გადმოსვლით, რამეთუ საშიშროება იყო უკლუბოდ დარჩენისა.ამასთანავე, ისიც მახარებს, რომ მადრიდულ კლუბში ვაგრძელებ კარიერას.
- თქვენი ბოლო კლუბი ბერძნული "ოლიმპიაკოსი" იყო.ალბათ, გინდოდათ სამშობლოში დაბრუნება...
- ესპანეთში დაბრუნება პრიორიტეტული ვარიანტი იყო.საბერძენთში 4 წელი ვთამაშობდი და ბუნებრივია, რომ სახლში მინდოდა წამოსვლა.
- რას ელოდებით "რაიოსგან?"
- უწინარეს ყოვლისა, გუნდი სტაბილურობის მოხვეჭას, ხოლო შემდეგ კი რაც შეიძლება ბევრი თამაშის ჩატარებას ამ კლუბის რიგებში.
- როგორ ფიქრობთ, პრიმერა დივიზიონი ორი გუნდის ჩემპიონატია?
- "რეალსა" და "ბარსას" შორის თამაშდება ტიტული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კონკურენციას არ გაუწევენ.ვგონებ, შანდელთან შედარებით, მიმდნარე სეზონში გრანდები უფრო მეტ ქულას დაკარგავენ.
- "რეალი" თქვენი მშობლიური გუნდია.რას ფიქრობთ დღევანდელ მადრიდზე?
- ძალიან ძლიერი კოლექტივია შეკრებილი.ვგონებ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
- "რეალის" რიგებში 7 წლის განმავლობაში გამოდიოდით.ალბათ, ბოლო დროს, დიდი ცვლილება განიცადა "ბლანკოსმა."
- ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა შემადგენლობა, მაგრამ არა იდეა - გამარჯვება ყოველთვის და ყველგან.
- რას იტყვით მოურინიოზე?
- ახალს ვერაფერს გეტყვით მასზე.შეიძლება ბევრს არ მოსწოდენს, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუ არა ერთადერთი.
- რომელ თამაშს გაიხსენებიდთ, "რეალის" რიგებში?
- ალბათ, ჩემს დებიუტს, "ატლეტიკის" წინააღმდეგ.
- შეაფასეთ "რაიოს" შანსები "ბერნაბეუზე."
- "რაიო ვალეკანო" ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ითამაშოს.წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
- 23 სექტემბერი 2011
- 2 051
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.