ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებს გაესაუბრა
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს გაესაუბრა.
როგორც ჩანს მოურინიო გუნდის კრიზისიდან გამოყვანას ფსიქოლოგიური ხერხებით ცდილობს. ჟოზეს ფეხბურთელებისადმი მთავარი სათქმელი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:,,ჩვენ ერთი გუნდი უნდა ვიყოთ, თუ გუნდი იგებს, იგებს ყველა, თუ აგებს, აგებს ყველა. სექტემბერში ვერც ვერაფერს მოიგებ და ვერც ვერაფერს წააგებ, მთავარი ბრძოლა ახლა იწყება."
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ მატჩში მადრიდის ,,რეალმა" ცუდად ითამაშა და შესაბამისად 5 ქულა დაკარგა. ესპანეთის ,,პრიმერადივიზიონის" 4 ტურის შემდეგ მადრიდის ,,რეალი" მეექვსე ადგილზე იმყოფება.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 23 სექტემბერი 2011
- 2 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.