ვალდანო მადრიდის რეალზე

კლუბის გენერალურმა დირექტორმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ხორხე ვალდანომ, As–თან ინტერვიუში ისაუბრა მადრიდის რეალის წარმატებულ სტარტზე. იგი ასევე შეეხო ბლანკოსების დაცვის ხაზის კარგ თამაშს, რონალდუს ბრწყინვალე სტარტს და ესპანეთის ჩემპიონატს.

ტურნირის დასაწყისიდანვე ისე გამოჩნდა, თითქოსდა ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ მადრიდის რეალი და ბარსელონა აწარმოებენ , რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად კარგად აისახება ეს ლა ლიგაზე საერთო ჯამში?

სეზონი ეს–ესაა დაიწყო და პირველი ხუთი თამაშით რამის თქმა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, მართალია ჩვენ და ბარსელონას წარმატებული სტარტი გვქონდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სევილია, ვალენსია, ან თუნდაც მადრიდის ატლეტიკო გამოვთიშოთ ბრძოლას. ეს ის კლუბებია, რომლებსაც ნებისმიერ წამს შეუძლიათ მომატება და ჩვენთვის და ბარსელონასთვის სერიოზული პრობლემების შექმნა.

თუ საბუკმეიკერო სახლების მონაცემებს და სტატისტიკას დავაკვირდებით , მიახლოებით მე–20 ტურისთვის უკვე დიდი ქულათა სხვაობა იქნება კლუბებს შორის. რაა იტყვით ამაზე?

ჯერ ყველაფერი წინაა და ვნახოთ რა მოხდება. სიმართლეა, რომ მადრიდის რეალმა 250 მლნ. –ის , ხოლო ბარსელონამ კი 100 მლნ–ის ინვესტიცია მოახდინა. ეს კიდევ ალბათ ხელს შეუწყობს ამ კლუბების ლიდერობას, მაგრამ სტატისტიკა სავსებით სხვაგვარია. ჩემ მიერ ჩამოთვლილ კლუბებს შეუძლიათ და შესწევთ ძალა ჩვენ დაგვამარცხონ იმ შემთხვევაში , თუ ყურადღებით არ ვითამაშებთ.

კიდევ ერთი დუელი ლა ლიგაში იმართება კრიშტიანო რონალდუსა და მესის შორის...

მესი ბარსელონასთვის იგივეა, რაც კრიშტიანო რონალდუ მადრიდის რეალისთვის. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ წუთს შეუძლიათ თამაშის შემოტრიალება.

The Ballon d’Or–ის ჯილდოსთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. რა იქნება წელს, ვის დარჩება ეს ტიტული?

ისინი ორი პირველი კლასის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ლა ლიგაში თამაშობენ, მაგრამ მათ ბევრი განმასხვავებელი ნიშნები აქვთ. მესის დრიბლინგის დროს ბურთი ფეხებთან რაც შეიძლება ახლოს აქვს, მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა "მოუაროს" მცველებს ერთი–ერთზე გასვლისას და იცის , თუ როგორ უნდა დაარტყას კარში გოლის გასატანად. კრიშტიანო სწრაფია , ძლიერია, სიჩქარის აკრეფისას შესანიშნავად აკონტროლებს ბურთს, იმაზე უკეთ შეუძლია ბურთის ტარება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს მსოფლიოში, არის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი.

რას ფიქრობთ, მოიგებს თუ არა პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ ჯილდოს?

ის ამას იმსახურებს, მაგრამ როგორც წესი ეს ჯილდო ეძლევა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ ითამაშე ივლისის თვემდე, ვფიქრობ წელს ყველა ჯილდო ლიონელ მესის იქნება და სრულიად დამსახურებითაც.

მადრიდის რეალმა მოიგო ყველა თამაში, რომელიც ახალი სეზონის დაწყების შემდეგ გამართა. მან თითოეულ თამაშში გამოავლინა თავდასხმის ხაზის სიძლიერე, ისეთი, როგორიც არცერთ კლუბს არ აქვს ამ დრომდე ევროპაში (თუ პირველი ექვსი თამაშით ვიმსჯელებთ)...

კლუბმა იმაზე უკეთესი რამეებიც უნდა შემოგვთავაზოს, ვიდრე დღემდე გვთავაზობდა. ჩვენ თითეულ თამაშში ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ მიუხედავად ამისა დეპორტივოსთან პირველი თამაში ერთი გოლის სხვაობით მოვიგეთ. კასილასი არ ყოფილა გმირის როლში არც ერთ თამაშში წინა წლისგან განსხვავებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დაცვის ხაზი კარგად თამაშობს. მაგრამ ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. როცა ბურთი გვიჭირავს ცოტა ბევრს ვფიქრობთ და მიმაჩნია, რომ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედებდეთ. მწვრთნელი მუშაობს ამაზე და მალე ვიხილავთ შრომის შედეგსაც. ამავდროულად მწვრთნელის როტაციის პოლიტიკაც შესანიშნავად მუშაობს , რაც ნამდვილად სასიხარულოა.

არი თუ არა რაული მწვრთნელისთვის პრობლემა სასტარტო შემადგენლობის ფორმირებისას?

რაული კლუბის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ჩვენ ვუფასებთ მას გაწეულ შრომას და იმას , თუ რაც გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში. ის ლიდერია, როგორც მოედანზე , ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შეუძლებელია იმაზე მეტის შეთავაზება კლუბისთვის, ვიდრე რაული თავაზობს მადრიდის რეალს...

კრიშტიანო გადაეხვია რაულს, როცა მან ვილიარეალთან თამაშისას გაიტანა გოლი...

რაულს მწვრთნელივით ძალა აქვს, როცა სათადარიგოთა სკამზე ზის. ის აფასებს სიტუაციას და აძლევს რჩევებს ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე არიან. მისი ავტორიტეტი გასაოცებელია. ის მადრიდის რეალისთვის შეუცვლელი ფიგურაა.

ესაუბრეთ თუ არა გუტის ამ ზაფხულს? როგორც ჩანს , ის შეგვიძლია ახალ ფებხურთელადაც შევრაცხოთ.

გუტი უკვე დიდი ხანია, რაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ბევრ თამაშში გაიტანა გოლი და იყო ასისტენტის როლშიც. ის პოზიტიური ხმები, რომლებიც მას უკავშირდება მისი დამსახურებაა, ისევე როგორც ის , რომ იგი წინათ კარგად ვერ თამაშობდა.

გაუმკლავდება თუ არა პელეგრინი ზეწოლას?

არასდროს არ მინახია მწვრთნელი, რომელსაც კლუბში მოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში ამდენი რამე შეეცვალოს. ის ძალიან ბალანსირებულია, აქვს საკუთარი მკაფიოდ გამოხატული მიზნები და მოსაზრებები და რაც მთავარია, ინარჩუნებს სიმშვიდეს. ჩვენ ალბათ, როცა იქნება დავმარცხდებით და ვნახავთ რეაქციას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეაქცია ცუდი არ იქნება.

რა დარჩა 2004 წლის ფლორენტინო პერესისგან?

ის ეხლა უკეთესი პრეზიდენტია, ვიდრე უწინ. ის უფრო სტრატეგიაზეა ფოკუსირებული და თითოეულ დეტალს უფრო გულდასმით აკვირდება. კლუბში არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ფლორენტინო პერესმა არ იცის, მას ყველგან თავისი სიტყვა ეთქმის.


წყარო: Realmadrid.com

  • shvela
  • 28 სექტემბერი 2009
  • 4 144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)