უნივერსალური მადრიდის "რეალი"
შესაძლებელია, ზოგმა, რაც ამ დროისთვის მადრიდის "რეალში" ხდება კრიზისი არ დაარქვას, თუმცა ფაქტია, რომ სამეფო კლუბში ყველაფერი წესრიგში ვერ არის. ხალხი ცდილობს მოძებნოს მიზეზები, იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ასეთი უნივერსალური და სუპერ გუნდის დიდი დაბრკოლება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჟოზე მოურინიოს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში და ამის გარდა, ჟოზე ბრწყინვალე დამრიგებელია, ასე, რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ და დაველოდოთ მომენტს...
მადრიდის "რეალმა" სეზონი არაჩვეულებრივად დაიწყო. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ პორტუგალიელი თავკაცის გუნდმა შესანიშნავად გაიარა წინასასეზონო მომზადება. უნდა აღინიშნოს, რომ "მერენგებს" არ უჩვენებიათ ურიგო შთაბეჭდილება "ბარსელონას" წინააღმდეგ, თუმცა ფორტუნამ და სამეფო გუნდის ფეხბურთელების მცირეოდენმა კომპლექსმა, მაინც იჩინეს თავი და გამარჯვება კატალონიელებს ხვდათ წილად. ამის შემდეგ კი დაიწყო რეგულარული სეზონი ლა ლიგაში, რომლის სტარტზეც, მადრიდელებმა შესანიშნავად ითამაშეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 იმარჯვეს "სარაგოსასთან". წარმატებული თამაში გაგრძელდა "ხეტაფესთან" მატჩშიც, თუმცა იქ ნათლად გამოიკვეთა სამეფო გუნდის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ზაგრების დინამოსთანაც გაჰყვათ მადრიდელებს. ამ მატჩის შემდეგ, კი შესაძლოა ვთქვათ, რომ გუნდში მცირე ან დიდხნიანი კრიზისი დაიწყო.
ძალიან მარტივი გამარჯვებების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა დაეწყო ექსპერიმენტების გამართვა, რაც მას ძვირად დაუჯდა. შესაძლებელია "ლევანტესთან" მატჩი დავაბრალოთ მსაჯების შეცდომებს, ფორტუნას ან ჟოზეს უჩვეულო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი გუნდს არ გავდა და ვერაფრით აღემატებოდა ვალენსიურ კლუბს. საბოლოოდ ის მატჩი, "რეალმა" წააგო, რასაც სანტანდერში ვერმოგებაც მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანებში, "რეალმა" ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა.
მადრიდის "რეალის" ფანებს ნამდვილად გაუცრუვდათ იმედები. შედეგი კიდევ არ არის საგანგაშო, მაგრამ თამაშიც ხარისხია ძალიან დასაფიქრებელი, თუმცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ უნივერსალური შემადგენლობა ჰყავს სამეფო კლუბს. ალბათ დამეთანხმებით, რომ იგივე კრიშტიანო რონალდოს, მესუთ ოზილს და ანხელ დი მარიას, ერთდროულად რამდენიმე პოზციაზე ძალიან კარგად შეუძლიათ თამაში და მათი მთავარი პლიუსი მუდმივი მოძრაობაა, რაც ძალიან ღლის მეტოქეს. ჩემი აზრით, ახლა მთავარია ჟოზე მოურინიომ იპოვოს ის საერთო შემაკავშირებელი ამ მოთამაშეებს შორის, გამოიყენოს რიკარდო კაკა, რომლის შესაძლებლობებშიც არავის ეპარება ეჭვი, ასევე გონზე მოიყვანოს გონსალო იგუაინი, რომელსაც ძალიან ბევრი გოლის გატანა შეუძლია და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ზემოთ, მე შევეხე მადრიდის "რეალის" საფეხბურთო შესაძლებლობებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს მაინც არ არის. ჟოზე მოურინიომ უნდა დაალაგოს გუნდში ერთი შეხედვით არეული სიტუაცია. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა მოსვლისთანავე იზრუნა გუნდის ატმოსფეროზე და მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოჩნდა რაღაც დარღვევები რომლებიც აუცილებლად არის გამოსასწორებელი. ალბათ, ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ "რეალს" არ არგებს ინდივიდუალური ფეხბურთის თამაში, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის 11-ივე ფეხბურთელი ერთი მიზნისთვის იბრძოლებს შეთანხმებულად. არანაირად არ არის მნიშვნელოვანი ვინ რამდენს გაიტანს და ვინ რამდენ საგოლე გადაცემას გააკეთებს. გასაგებია, რომ მადრიდულ კლუბში ბევრი ამბიციური ფეხბურთელია, რომლებსაც თავის წარმოჩენა კიდევ მრავალჯერ სურთ, თუმცა გუნდური წარმატების შემთხვევაში, ის ღვაწლი მათ ორმაგად დაუფასდებათ. ალბათ ყველა ხვდებით, რომ "რეალი" 100%-ით გუნდურად არ თამაშობს და მე ამას შემიძლია პრობლემა ვუწოდო და თუ ეს ყველაფერი მოგვარდა, მაშინ მადრიდული კლუბის შეჩერება თვით "ბარსელონასაც" გაუჭირდება, რადგან როგორც ვახსენე, დღევანდელი მადრიდის "რეალის" შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უნივერსალურია მსოფლიოში. გუნდში თამაშობენ უამრავი ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ნამდვილ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ, ასევე კლუბში ირიცხება ყველასგან გამორჩეული კრიშტიანო რონალდო, ერთ დროს დიდების მქონე და დღესაც მნიშვნელოვანი რიკარდო კაკა და რაც მთავარია, "რეალს" წრვთნის ჟოზე მოურინიო, რომელიც ისე არ დატოვებს კლუბს სანამ, მას წარმატებას არ მოუტანს, ასე, რომ იყავით მშვიდად მადრიდისტებო და ელოდეთ მომენტს!!!
- 22 სექტემბერი 2011
- 3 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.