ეზიკელ გარაი: შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვამჟღავნებ
მადრიდის რეალის ახალგაზრდა მცველმა, ეზიკელ გარაიმ განაცხადა, რომ იგი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოამჟღავნებს და შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი დაცვის ცენტრში...
მას შემდეგ რაც პეპეს დისკვალიფიკაცია აღარ აქვს, არგენტინელმა მცველმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მანამდე კი რეალი სწორედ ალბიოლი , გარაის წყვილით გადიოდა მოედანზე სათამაშოდ.
,,მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ მადრიდის რეალში, მიწევს ისეთი ვარსკვლავების გვერდზე თამაში როგორებიც არიან კაკა, რაული, რონალდო, ბენზემა, რამოსი და ა.შ. როდესაც შანსი მომეცემა ყოველთვის ვეცდები დავამტკიცო ჩემი ძალები და მოვხვდე ,,ბლანკოსის" სასტარტო შემადგენლობაში".
,,ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ და პროგრესსაც ვაღწევ, მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე აქ მოსვლის შემდეგ, იდეალური ურთიერთობა მაქვს სერხიო რამოსთან, მე მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, იგი შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია".
,,ჩვენი მომავალი მეტოქე მარსელის ოლიმპიკია, ეს გუნდი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო მაგრამ რეალი ამ მატჩში ფავორიტია და ეს სტატუსი აუცილებლად უნდა გაამართლოს, ჩვენ ვეცდებით მოგებას დამაჯერებლად. თუ მომეცემა თამაშის შანსი, ბოლომდე დავიხარჯები და ვეცდები პელეგრინის ნდობის მოპოვებას" - განაცხადა გარაიმ.
- 28 სექტემბერი 2009
- 3 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.