დი სტეფანო: კარგად ვითამაშეთ მაგრამ მსაჯის შეცდომების გამო წავაგეთ
მადრიდის ,,რეალის" ლეგენდამ და საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ესპანურ გამოცემა marca-ს, მცირე ინტერვიუ მისცა ,,ლევანტესთან" წაგებული მატჩის შემდეგ.
,,ლევანტემ" კარგად ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ, ისინი გუნდურად თამაშობდნენ. ამავდროულად ცდილობდნენ არბიტრის შეცდომაში შეყვანას და პროვოცირებდნენ. უკვე მერამდენედ უშვებს შეცდომას, ჩვენი მატჩის განსჯისას ტურიენცო ალვარესი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს უნდა გაუგონ, რადგან ძნელია მსაჯის ასეთი შეცდომების შემდეგ თამაშის დალაგება. "
,,რაც შეეხება ხედირას არ შეიძლება მისი გაკიცხვა, რადგან მსგავსი შეცდომა ნებისმიემრა ფეხბურთელმა შეიძლება დაუშვას. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, ხედირა მისი ნაწილია და ამით ყველაფერია ნათქვამია. ვამაყობ კოლექტივით, რომელიც მოურინიომ შექმნა. ახლა ,,ლევანტესთან" ეს დასანანი მარცხი უნდა დავივიწყოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ ,,რასინგთან" მატჩისთვის."-განაცხადა ალფრედო დი სტეფანომ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 20 სექტემბერი 2011
- 2 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.