მარსელო: "ცუდად ვითამაშეთ"
სამეფო კლუბის მესამე კაპიტანმა მარსელომ, ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ გამოცემასთან.
- რით ახსნით პირველ მარცხს ლა ლიგაზე?
- ცუდად გამოვიყურებოდით.ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ძალიან რთული ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე.ახლა საჭიროა შეცდომების გაანალიზება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს.
- მოურინიო აცხადებს, რომ "ლევანტესნაირ" გუნდებთან გაცილებით გიჭირთ გასვლაზე თამაში.ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ყველას განსხვავებულია აზრი გააჩნია მომხდართან დაკავშრებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვეთანხმები მწვრთნელს.ასეთი დონის გუნდებთან ხშირად ვკარგავთ სტუმრად ქულებს.იმედია, სეზონის ბოლოს ძვირად არ დაგვიჯდება ეს ძაბორძიკება.
- იმას გრძნობა არ გაქვთ, რომ "ლევანტე" ბინძურად თამაშობდა?
- მთელი კვირა ვსაუბრობდით, რომ ისეთი ფეხბურთი არ გვეთამაშა, როგორიც მასპინძლებს სურდათ.უბრალოდ, ვალენსიელების სრუვილი არ იყო ბურთის ნორმალურად გორაობა.
- მოურინიომ მარცხზე პასუხისმგებლობა ხედირასა და ატბიტრს დააკისრა...
- რასაკვირველია, გაძევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ მსგავსი ეპიზოდებიდან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.ასევე, უნდა დავოსტატდეთ 10 კაცით მატჩის მოგებაში, რამეთუ კიდევ არა ერთხელ მოგვიწევს უმცირესობაში დარჩენა.
- შარშანდელი სეზონიდან გამომდინა ნათლად ჩანს, რომ ჩემპიონობა სწორედ "ლევანტეს" დონის კლუბებთან წაგებით დათმეთ...
- ძალიან მტკივნეულია მსგავს გუნდებთან წაგება, რამეთუ თამაშინს წინ ყველას გათვლილი გვაქვს 3 ქულაზე.სამწუხაროდ, გვაქვს ამგვარი ფაქტების გამოცდილება.
- ხვალ, სანტანდერში გაქვთ თამაში "ელ სარდინეროზე."
- ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი შეცდომების დაშვებისაგან.წინ გრძელი და რთული სეზონი გველის.ვალენსიაში განცდილი მარცხის შემდეგ "რასინგთან" თამაში ორმაგად მნიშნელოვანია.
- 20 სექტემბერი 2011
- 2 085
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.