ტოპ 6 სატრანსფერო ჭორი
მადრიდის "რეალის" სატრანსფერო ჭორები - 6 ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც "ბლანკოსი" იანვარში ეცდება.
6. კარლოს ტევესი ("მანჩესტერ სიტი")
"რეალი" 2010 წლიდან ცდილობს შეიძინოს არგენტინელი ფეხბურთელი, თუმცა საბოლოო მიზანს ვერა და ვერ მიაღწია. ერთ-ერთ ინტერვიუში კარლოსმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურდა, ჟურნალისტებმა კი ტევესი მაშინვე მადრიდის "რეალს" დაუკავშირეს.
5. მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი")
"ნაპოლიში" წარმატებული თამაშის შემდეგ მარეკს უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მისით დაინტერესებულნი იყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალ მადრიდი", თუმცა მსურველთაგან მხოლოდ "ბლანკოსი" შემორჩა და კვლავაც ცდილობს სლოვაკეთის ნაკრების კაპიტნის გადაბირებას.
4. ნეიმარი ("სანტოსი")
ბრაზილეილ ტალანტს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვიტავს, თუ რომელ გუნდში გადავიდეს - კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალში", "რეალი" მის შეძენას თითქმის 3 წელია ცდილობს და სავარაუდოდ მიზანს იანვრის სატრანსფერო ბაზრის დროს აისრულებს.
3. სანდრო ("ტოტენჰემი")
გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" საყრდენმა, ბრაზილიელმა სანდრო რანიერიმ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი, მისი კარგი თამაში მხედველობიდან არ გამოპარვია ჟოზე მოურინიოს, რომელიც მისი მოსვლის დღიდან ცდილობს ალონსოს ღირსეული მეწყვილის შეძენას.
2. ხავიერ "ჩიჩარიტო" ჰერნანდესი ("მანჩესტერ იუნაიტედი")
როგორც ჩანს, სეუ ჟოზეს გუნდში არსებული შემტევი რეზერვი არ აკმაყოფილებს და ცდილობს შეიძინოს ცენტრალური ფორვარდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს კარიმ ბენზემასა და გონსალო იგუაინს, აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს "ემიუს" მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ჰერნანდესი.
1. ლუის სუარესი ("ლივერპული")
იანვრის სატრანსფერო ბაზრის ნომერ პირველ მიზნად მერსესაიდული "ლივერპულის" ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი მოიაზრება. თავად ფეხბურთელი ინტერვიუში ამბობს: "ამჟამად "ლივერპულის" ფეხბურთელი ვარ, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. შეიძლება ოდესმე "რეალისათვის" ვითამაშო, თუმცა არა უახლოეს პერიოდში."
- 19 სექტემბერი 2011
- 5 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.