კარგი დრო იგუაინისთვის
მარადონამ იგუაინი პირველად გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში. არგენტინელი ძალიან ამაყობს ამით, მაგრამ აცხადებს, რომ მხოლოდ მადრიდის რეალზე იქნება კონცენტრირებული, მანამ სანამ ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტის დღე არ მოვა.
თქვენ არ გეტყობათ, რომ განიცდიდეთ დიდი სათამაშო დროის უქონლობას, მაშინ როცა კრიშტიანო რონალდუ სერიოზულად ბრაზდება მისი შეცვლისას...
ამას მე გაგებით ვეკიდები. ბევრ ფეხბურთელს სურს დიდ ხანს თამაში, მაგრამ გასაბრაზებელს მე ამაში ვერაფერს ვხედავ.
თავს როგორ გრძნობთ?
ძალიან კარგად, ისეთივე ბეჯითად ვმუშაობ, როგორც კლუბის თითოეული ფეხბურთელი. მე ვგრძნობ, რომ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ჩემი იმედები აქვთ და ამიტომ არ მინდა მათ გავუცრუო ეს იმედები, რის გამოც განუწყვეტლივ ვმუშაობ.
როგორც იქნა გამოგიძახეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.
მე ძალიან გახარებული ვარ. ამ ეტაპზე მხოლოდ მადრიდის რეალზე ვარ კონცენტრირებული, ხოლო შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც მივხედავ. მე ძალიან ამაყი ვარ . მანდ მოხვედრისთვის ბევრს ვმუშაობდი.
მადრიდის რეალი შესანიშნავი სტარტით მიიწევს წინ, მაგრამ მისი თამაშის ხარისხი არაა ისეთი, როგორსაც მისგან ელოდნენ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
აქ ბევრი ახალი ფეხბურთელია, ასე რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო არის ის, რომ ბევრი გოლი გაგვაქვს და ცოტას ვღებულობთ საკუთარ კარში. დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება , ამ შემადგენლობას აქვს იმის ძალა, რომ ისეთი ფეხბურთი აჩვენოს , როგორსაც მისგან ითხოვენ და ელიან.
რას ფიქრობთ ფეხბურთელებზე, რომლებიც მესის წინააღმდეგ უხეშობისთვის არ ღებულობენ ყვითელ ბარათს? ხოლო დრენტეს ტენერიფეს ფეხბურთელთან უხეშობისთვის კი ყვითელი ბარათი მისცეს?
ეს მსაჯების საქმეა, ასე რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს მათი საქმიანობა განვსაჯო. დრენტეს არ სურდა მისთვის ტრავმის მიყენება, ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ და იმედი მაქვს , ის მალე გამოჯანმრთელდება.
რას ითხოვს პელეგრინი ფორვარდებისგან?
ფორვარდი დაცვის პირველი ხაზია. ის ჩვენგან მეტოქეზე პრესინგს მოითხოვს.

წყარო: Realmadrid.com
- 28 სექტემბერი 2009
- 3 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.