მოურინიო: ”თამაში გოლის შემდეგ დასრულდა”
”ლევანსტესთან” განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
”ხედირას გაძევების შემდეგ თამაში გათანაბრდა.ისინი უკვე ვალდებულნი იყვნენ გაეტანათ, ჩვენ კი თავი დაგვეცვა 10 კაცით.წითელ ბარათამდე, მოედანზე 1 გუნდი დომინირებდა.მეტიც, მეტოქემ იმდენიც ვერ შეძლო, რომ კასილასამდე მიეტანა ბურთი.ჩვენ გვქონდა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი, თუმცა ქარს გავატანეთ.სიმართლე გითხრათ, გაცუდებულ ეპიზოდებში დიდი წვლილი მიუძღვის მოედნის საფარის მდგომარეობას.ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მსაჯის უხეში შეცდომა, როდესაც ბურთი ხელზე მოხვდა ვალენსიელ მოთამაშეს.აღნიშნულ მომენტში, თერთმეტმეტრიანი და წითელი გარდაუვალი იყო.”
”ჩვენთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.ვგონებ, ერთი წაგება ჯობია 2 ფრეს.”
”ჩემი მოთამაშეები მშვენივრად იცნობენ მსგავს სიტუაციებს, თუმცა იმ ეპიზოდში ხედირა ხაფანგზე წამოეგო.რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას.ამის თქმა ნამდვილად არ ქმნის პრობლემას.მარცხში აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც მწვრთნელსა და დანარჩენ მოთამაშეებს, ასევე არბიტრს.დავსძენ, რომ მომზადების დროს ხშირად განვიხილავთ ასეთ ეპიზოდებს და ამიტომაც ძალზედ გამიკვირდა, თუ როგორ ვერ დააღწია ამას თავი ჩემმა მოთამაშემ.”
”კაკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, სანამ გაძევება მოხდებოდა.ბრაზილიელი ქმნიდა მომენტებს და ბოლომდე იხარჯებოდა.რაც შეეხება რონალდუს, მან თამაშამდე მითხრა რომ არცთუ ისე კომფორტულად გრძნობდა თავს, ამიტომაც დარჩა სათადარიგოზე.”
”რა თქმა უნდა, თავის მიღწევას არ დავუკარგავ ”ლევანტეს.”ამ გუნდის ფეხბურთელებმა იციან თამაში და ასევე ისიც იციან, რომ მათ კელდებში გამოსვლა ნებისმიერ გუნდს უჭირს.ვულოცავ ვალენსიელებს 3 ქულას.”
- 19 სექტემბერი 2011
- 2 819
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.