კარვალიო: "გაძევებამდე კარგად ვთამაშობდით"
"ლევანტესთან" წაგებული თამაშის შემდეგ, კარვალიომ და პეპემ კომენტარები გააკეთეს.
კარვალიო: "ბუნებრივია, წითელმა ბარათმა თამაშში გარდატეხა შეიტანა.მსაჯის ამგვარმა გადაწყვეტილებამ ვალენსიელები გაცილებით სახიფათონი გახადა.ვფიქრობ, რომ მათთვის წარმატებული დღე გამოდგა.ჩვენ შევქმენით მომენტები, თუმცა გატანა ვერ მოვახერხეთ."
პეპე: "ხედირას გაძევება გადამწყვეტი გამოდგა დღევანდელ შეხვედრაში.რასაკვირველია, უკმაყოფილო ვარ მსაჯობით, რამეთუ მატჩის მსვლელობისას იყო ეპიზოდები, რომელიც რეფერიმ არასწორად განსაჯა.ჩვენ ვცდილობთ კარგი ფეხბურთის ჩვენებას, მაგრამ ყოველთვის როდის გამოგვდის ეს.საჭიროა მუშაობის გაგრძელება."
- 19 სექტემბერი 2011
- 2 678
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.