ახალი მადრიდის „რეალი“ (2009–2011)
2000–2008 (იგივე პერესის ერა) წლამდე გუნდიდან არაერთი ლიდერი წავიდა, მათ შორის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესობათ არიან მოხსენიებულნი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავიანთ პოზიციებზე. გუნდი ნამდვილად იდეალური იყო, იდეალურთა შორის.
გუნდში თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომელთა დავიწყებაც წარმოუდგენელია, თუმცა 2006, 2007 და 2008 წლებში ბევრმა გენიალურმა მოთამაშემ დატოვა მადრიდის „რეალი“. მათ კი წარსდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ (ზინედინ ზიდანი, რობერტო კარლოსი, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, დევიდ ბექჰემი, ლუიშ ფიგუ. მათ სიას 2010 წელს მიემატა, კიდევ„გალაქტიკოსის“ ორი შემადგენელი ნაწილი რაულ გონსალეს ბლანკო და რუდ ვან ნისტელროი).
მას შემდეგ გუნდი არასტაბილურად და არადამაჯერებლად ასპარეზობდა. საბოლოოდ მადრიდელთა ხელმძღვანელები მიხვდნენ იმას, რომ თავიანთი კლუბი გაძლიერებას საჭიროებდა.
„ბლანკოსი“ თავის სახელს ვეღარ ამართლებდა და ეს გამოწვეული იყო ფეხბურთელებით, რომლებიც იყვნენ გამოუცდელები, ზოგიც გამოცდილი, მაგრამ ხანში შესულნი (ვან ნისტელროი, რაული, კანავარო და ა.შ), ეს ყველაფერი კი 2008 წელს, თუმცა თითოეული ფეხბურთელი უმაღლესი კლასის იყო და ამაში ეჭვის შეტანა სისულელეა, მაგრამ ეს არ იყო ძლიერი, შემტევი და ორგანიზებული „რეალი“, რომელიც ყველას ენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რობინიო, სნეიდერი, რობენი, რაული და მსგავი ფეხბურთელები მოღვაწეობდნენ.
2009 წლის ზაფხულში, დონ ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ უწინდელი „რეალი“ დაებრუნებინა, ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთან იყო ასოცირებული. მან განახორციელა გენიალური და წარმოუდგენელი ტრანსფერები. „თეთრი“ ფორმა 2009 წელს რიაკრდო კაკამ, კრიშტიანუ რონალდუმ, ჩაბი ალონსომ, ალვარო არბელოამ, ქარიმ ბენზემამ, რაულ ალბიოლმა და ესტებან გრანერომ მოირგეს, თუმცა გამორჩეული, რომ რონალდუს, კაკას, ალონსოს და ბენზემას ტრანსფერი იყო, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
კრიშტიანუ რონალდუმ 2008/2009 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოიგო „პრემიერ ლიგა“, „სუპერ“ ლიგა და „ჩემპიონთა“ ლიგა. ამ ტიტულების მოგებაში პორტუგალიელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს ყველაფერი კი არ გამოეპარა დონ პერესს და მალევე დაადგა თვალი იმ დროინდელ რონალდუს. დადგა მცხუნვარე ზაფხული და გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარაც. პეერესმაც არ დააყოვნა და იდეალური შეთავაზება გაუკეთა „წითელ“ ეშმაკებს – 94 მილიონი ევრო უდაო ლიდერის სანაცვლოდ. ინგლისელებს კონკრეტულ პერიოდში ძალზედ სჭირდებოდათ ეს თანხა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უნდოდათ ზემოთხსენებულის გაყიდვა, ეს მაინც მოხდა და შესაბამისად „გოლების მანქანამ“ მოირგო დიდი ისტორიის მქონე კლუბის მაისური.
2009/2010 წლებში „ლივერპული“ საშინელ ფორმაში იყო და ეს თითოეულ ფეხბურთელზე ცალსახად აისახებოდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ჩაბი ალონსოც, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა, რათა „ენფილდის“ პუბლიკისთვის სიხარული მიენიჭება. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მას ეს არ გამოსდიოდა, არა იმიტომ რომ პროფესიონალი არ იყო, არამედ იმიტომ რომ მას ყველანაირი რესურსი ამოეწურა. მისი შრომა კი რა თქმა უნდა „მონადირე“ ფლორენტინოს გზად შეხვდა, მანაც არ დააყოვნა და 30 მილიონად შეიძინა ნამდვილად ნიჭით აღსავსე ცენტრალური ნახევარმცველი.
„ლიონი“ შედის შესანიშნავ ფორმაში. იგებს ძალიან ბევრ მატჩებს და იტანს უამრავ გოლებს „პირველ ლიგაში“. ოლიმპიაკოსელებთან ერთად, გამოჩნდა ახალი და პერსპექტიული ცენტრ–ფორვარდი ქარიმ ბენზემა. იგი მსოფლიოს თვალთახედვის ქვეშ მოექცა, ვინაიდან იგი თამაშობდა ისე, როგორც მაღალი დონის თავდამსხმელები თამაშობდნენ (მიუხედავად ასაკისა). მადრიდული გუნდის პრეზიდენტმა მის დასაკვირვებლად ე.წ „ზაჰავები“ გაუშვა. სკაუტები კი აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. ბოლოს და ბოლოს ესპანელებმა მესამე გრანდზიოზული ტრანსფერი განახორციელეს. ფრანგის სანაცვლოდ გადახდილი იქნა 35 მილიონი ევრო.
რიკარდო კაკას კი წარსდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან მას ყველა კარგად იცნობს „მილანიდან“ მოყოლებული. ჯერ კიდეც არავის სჯეროდა, რომ პერესმა შეიძინა უამრავი გამოცდილი და გამოსადეგი მოთამაშე, თუმცა პუბლიკისთვის რიკის ტრანსფერი ნამდვილად გასაოცარი რამ იყო. 65 მილიონი და ბრაზილიელი 8 ნომრით მოასპარეზე ფლეიმეიქერია.
2009 წლის ზაფხულის ტრანსფერებში, ერთბაშად დაიხარჯა 270 მილიონი ევრო. 2008/2009 წლებში, ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იყვნენ, თუმცა ზოგ–ზოგიერთმა მათგანმა „რეალში“ ვერ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ესეთები იყვნენ ქარიმ ბენზემა, არბელოა და რიაკრდო კაკა.
იმ სეზონში გუნდმა წარმატებას ისევ ვერ მიაღწია. „პრიმერია დივიზიონში“ აღებული მეორე ადგილი და ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნა სახარბიოლო როდია. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ბლანკოსი“ დაკომპლექტებული იყო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებით, მაინც ვერა და ვერ იპოვეს თავიანთი თამაში. სწორედ ამიტომ, “Royal“ კლუბის ხელმძღვანელმა თვალში რამდენიმე პერსპექტიული და პროფესიონალი მოთამაშე ამოიღო. „თეთრებს“ უმეტესწილად ახალგაზრდები შეუერთდნენ. მათი ჩამონათვალი კი შემდეგნაირად ჟღერს: პედრო ლეონი, სერხიო კანალესი, ანხელ დი მარია, მესუთ იოზილი, სამი ხედირა, რიკარდუ კარვალიუ და მატეოსი. მათთან ერთად კი მოვიდა გენიად წოდებული ჟოზე მოურინიო, რომელმაც წინა სეზონში „ინტერით“ მოიგო „სერია ა“ და „ჩემპიონთა“ ლიგა.
სეზონის დასაწყისიდანვე გუნდი გაცილებით კარგ და სანახაობრივ მატჩებს ატარებდა, ვიდრე ეს მანუელ პელეგრინის დროს იყო. მადრიდელები იგებდნენ დიდი ანგარიშით, ამარცხებდნენ ძლიერ მეტოქეებს, მაგრამ ერთი პრობლემა იყო სახელად – „ბარსელონა“. ამ წლის მანძილზე რამდენჯერაც „ბლანკოსი“ და „ბლაუგნარა“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, იმდენჯერ გამარჯვებული „ლურჯ–წითლები“ გამოდიოდნენ (პრიმერა დივიზიონი), რაც არ მოსწონდათ ქალაქურ ბუპლიკას და მათ შორის გუნდის მფლობელებსაც, თუმცა ზემოთხსენებულებმა გააღწიეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალურ ეტაპზე, სადაც მათ კვლავ კატალონიელები დახვდნენ. „ბარსელონა“ აშკარად მოსაწონ ფორმაში იყო, მაგრამ „რეალიც“ არ ასპარეზობდა ურიგოდ. საბოლოოდ აქაც „ავადსახსენებლებმა“ იმარჯვეს.
საბედნიეროდ მადრიდელებს ერთი ტიტული მაინც შერჩად ხელთ. "თეთრებმა" დაძაბულ ბრძოლაში კატალონიელები დაამარცხეს და "კოპა დელ რეის" გამაჯრვებულიც სწორედ "რეალი" დარჩა, თუმცა 14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში მადრიდელებმა პეპ გუარდიოლას შეგირდებთან "სუპერ" თასი დათმეს
დონ ფლორენტინომ კი როგორც ყოველთვის განიძრახა გუნდის გაძლიერება. 2011/2012 წელს (ამ წელს), გუნდს დაემატნენ შემდეგი ფეხბურთელები: ნური შაჰინი, ჰამიტ ალტინტოპი, ხოსე კალეხონი, რაფაელ ვარანე, დავიდ მათეოსი და ფაბიო კოენტრაო, ამავე პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ გონსალო იგუაინი უწინდებულად ძლიერი აღარ არის, მაგრამ ამის თქმა ქარიმ ბენზემაზე ნამდვილად არ შეიძლება. თანდათანობით გამოიკვეთა საუკეთესო თერთმეტეული (კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო, ფაბიო კოენტრაო, ჩაბი ალონსო, მესუთ იოზილი, ანხელ დი მარია, კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა.
ტაქტიკურ მონახაზში ბევრი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ფაბიო კოენტრაო ჩაბი ალონსოს შეუწყვილდა. მადრიდის „რეალმა“ ყველასაგან გამორჩეულად დაიწყო „პრიმერა დივიზიონში“ ასპარეზობა, ასევე მათ "ჩემპიონთა" ლიგაზე თავიანთი პირველი შეხვედრაც მოიგეს „დინამოელებთან“ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ „ლა ლიგაში“ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ორი ტურია გასული, თითოეულ „მადრიდისტას“ გვეიმედება, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი – „რეალი“, წელს მაინც მოახერხებს სანატრელი ტიტულების მოგებას (ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა). გუნდს აქვს დიდი მიზნები, რომლის განხორციელებაც „ჩვენ ბიჭებს“ შეუძლიათ, Hala Madrid!!!
ინფორმაციის წყარო: პირადი სტატია
P.s ჩემი 200–ე სტატია
- 18 სექტემბერი 2011
- 2 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.