შეთანხმება მიღწეულია!
დღეს, პოპულარულმა ესპანურმა საიტებმა - Marca-მ და As-მა, ბრაზილიურ გაზეთზე - Estadao–ზე დაყრდნობით, მეტად მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელეს. ნეიმარი მალე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება. ამ ყველაფერს ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ.
როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის შეძენა "ბარსელონასაც" სურდა. კატალონიელები მეტად კომფორტულ პირობებს სთავაზობდნენ ბრაზილიურ კლუბის ხელმძღვანელებს ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის. თუმცა ფლორენტინო პერესის დამსახურებით, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ვერ მიაღწიეს საწადელს. მადრიდელთა პრეზიდენტმა თავისი ადვოკატი - მარკო მოტა გაგზავნა ბრაზილიაშია. ცნობილია, რომ მოტა ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფეხბურთელის აგენტთან - რიბეიროსთან. ამჯერად მარკომ მოახერხა და დაითანხმა ფეხურთელის აგენტი "ბლანკოსის" შემოთავაზებაზე.
შეხვედრაზე, რომელიც ბრაზილიაში შედგა გამოცხადდა თვით ფეხბურთელი, თავის მამასთან ერთად. მათ თანხმობა მისცეს ამ ტრანსფერის განხორციელებას და ამით ყველაფერი გადაწყდა.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დღეს უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ბრაზილიაში.
ეს არის ფოტო, რომელიც As- ის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს "ბარახასის" აეროპორტში, რომელშიც მადრიდის რეალის მთავარი ექიმი - კარლოს დიასი "სან პაულოდან" ბრუნდება.
მადრიდელთა მთავარი ექიმი ბრაზილიაში დღეს გაფრინდა, ფეხბურთელს სრული შემოწმება ჩაუტარა და მადრიდში დღესვე დაბრუნდა.
ტრანსფერის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, ოფიციალურად ამ ტრანსფერს ორშაბათს დილით გამოაცხადებენ. ხოლო ფეხბურთელი "ბლანკოსში" 2012 წლის ზაფხულში გადმოვა.
- 18 სექტემბერი 2011
- 4 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.