მადრიდის რეალის 2009/10 წლის სეზონის ოფიციალური ფოტო
კლუბმა დღეს ვალდებაბასზე ჩაატარა ფოტოსესია 2009/10 წლის ოფიციალური ფოტოს გადასაღებად.
ფლორენტინო პერესი, ალფრედო დი სტეფანო, ხორხე ვალდანო, მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, მწვრთნელის ასისტენტი რუბენ კოუსილასი, ეს იმ ოფიციალურ პირთა ჩამონათვალია, რომლებმაც დღეს ვალდებაბასზე გამართულ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა კლუბის ფეხბურთელებთან ერთად. სამწვრთნელო შტაბმა და თითოეულმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური ფოტოც გადაიღო.
გუტი იყო პირველი ფებხურთელი, რომელმაც გახსნა ფოტოსესია, ხოლო მისი დახურვა საკუთარ თავზე რაულმა აიღო. დროში გაიწელა მარსელოს ფოტოგრაფირება, ვინაიდან პორტუგალიელთა დუეტი რონალდუსა და პეპეს შემადგენლობით თავიანთი ოხუნჯობებით ხელს უშლიდნენ მას ფოტოს გადაღებაში. კლუბის ახალმა სახეებმა გადაიღეს ფოტოები–მათ ხელში მადრიდისტების ფანკლუბის ბარათი ეჭირათ.
ფოტოსესიის ერთ–ერთი ღირშესანიშნაობა იყო ალფრედო დი სტეფანოს სურათი კაკასა და რონალდუს შორის.
ყველაზე დასამახსოვრებელი კი ფლორენტინო პერესის გამოჩენა, რომელმაც სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში.
რაული პრეზიდენტის მარჯვნივ დადგა, გუტი ალფრედო დი სტეფანოს მარცხნივ, ხოლო ცენტრში კი მანუელ პელეგრინი ჩადგა.
წყარო: Realmadrid.com
- 28 სექტემბერი 2009
- 4 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.