ამორიმი:"კოენტრაო გუნდს შესანიშნავად მოერგო"
ფაბიო კოენტრაოს ყოფილმა თანაგუნდელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია მისი მეგობრის წარმატებული ასპარეზობით მადრიდის "რეალში".
"ფაბიო "ბენფიკაში" გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. მას გააჩნია ლიდერის თვისებები, რაც მეტად საჭიროა დღევანდელ ფეხბურთში. პორტუგალიელ ფეხბურთელს ყოველთვის სურდა, რომ ეთამაშა მადრიდის "რეალში", რაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს".
"მოხარული ვარ იმით, რომ ჩემმა მეგობარმა მოახერხა ადვილად ადაპტირება თავის ახალ კლუბში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იგი კვლავინდებურად გააგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას".
"კრიშტიანუ რონალდუ, რიკარდუ კარვალიუ და პეპე მისი თანამემამულეები არიან, ეს კი კოენტრაოს ორმაგად ძლიერს ხდის, იმ თვალსაზრისით, რომ ფაბიოს მათი სახით კარგი მეგობრები ჰყავს მადრიდულ გრანდში".
ინფორმაციის წყარო: Sport.es
- 18 სექტემბერი 2011
- 1 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.