რობენი: მსურს რეალის წინააღმდეგ თამაში
არიენ რობენმა გამომცემლობა BILD-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი კვლავ არ წყვეტს რეალზე საუბარს...
გთავაზობთ ამონარიდს მისი ვრცელი ინტერვიუდან.
,,მსურს ვითამაშო მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სანტიაგო ბერნაბეუზე, მიუნხენის ბაიერნი შესანიშნავი გუნდია და ჩვენ შეგვწევს ძალა იმისა, რომ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, მსურს დავბრუნდე ბერნაბეუზე და დავამარცხო რეალი".
,,ჩემპიონთა ლიგას ორი მთავარი ფავორიტი ჰყავს ბაიერნისა და სამეფო კლუბის სახით, ჩემი ძალიან დიდი სურვილია ფინალში რეალის ხილვა, მთელი სეზონის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ იმასათვის, რომ ჩვენ გავიდეთ ფინალში".
,,ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფრენკ რიბერისთან, რომლის სახელს მომავალ სეზონში სწორედ ,,ბლანკოსს" უკავშირებენ, მე ფრენკს ვესაუბრე მადრიდში არსებულ სიტუაციაზე და ავუხსენი, რომ მადრიდში გადასვლას, მიუნხენში დარჩენა ჯობია, თავად ფრანგს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ალბათ არც დატოვებს ჩვენს კლუბს" - განაცხადა არიენმა.
- 28 სექტემბერი 2009
- 3 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.