იცნობდეთ ლა ლიგას

ესპანური ფეხბურთის უმაღლესი ლიგა, რომელიც ატარებს პრიმერა დივიზიონის (Primera Division) სახელს, ცნობილია ასევე, როგორც უბრალოდ პრიმერა, ლა ლიგა (La Liga/The League) , სპონსორული კონტრაქტის გამო, 2008 წლიდან მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც BBVA-ს ლიგა (BBVA League). ჩემპიონატში მონაწილეობს ოცი გუნდი, საიდანაც ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები ქვეითდებიან სეგუნდა დივიზიონში, ხოლო მათი ჩანაცვლება ხდება სეგუნდა დივიზიონის პირველი სამეულით. საერთო ჯამში ლა ლიგაში სულ უთამაშია 59 გუნდს, აქედან ცხრა ჩემპიონი გამხდარა. 1950-იანებიდან მოყოლებული "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დომინირება ამ ჩემპიონატში შესამჩნევია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გათამაშების მთელი ისტორიის მანძილზე ჩემპიონი საერთო ჯამში სულ ცხრა გუნდი ხდებოდა, ესენი იყვნენ ("მადრიდის რეალი", "ბარსელონას", "მადრიდის ატლეტიკო", "ბილბაოს ატლეტიკო", "ვალენსია", "რეალ სოსეიდადი", "დეპორტივო", "სევილია" და "რეალ ბეტისი").

ესპანეთში ნაციონალური საფეხბურთო ლიგის შექმნის იდეა 1927 წელს პირველად დაებადა ხოსე მარია აჩეს, კლუბ "არენასის" დირექტორ. ძალზედ გაწელილი განსჯისა და დისკუსიების შემდეგ, რომელიც ეხებიდა ჩემპიონატის მასშტაბებს და კლუბების დაშვების კრიტერიუმებს, საბოლოო ჯამში ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა 1928 წლის პირველი ჩემპიონატის მონაწილე ათი გუნდი. "ბარსელონა", "მადრიდის რეალი", "ბილბაოს ატლეტიკო", "რეალ სოსეიდადი", "არენასი" (გეჩო) და "რეალ უნიონი" (ირუნი) შევიდნენ მათ რიცხვში, როგორც სამეფო თასის წინა გამარჯვებულები. "მადრიდის ატლეტიკი" (მაშინ გუნდს "მადრიდის ატლეტიკო" ერქვა) ,"ესპანიოლი" და "ეუროპა" (ორივე ბარსელონადან) ეს ის გუნდებია, რომლებმაც მიიღეს უფლება მონაწილეობა მიეღოთ ჩემპიონატში, როგორც სამეფო თასის წინა ფინალისტებმა, ხოლო "სანტანდერის რასინგმა" ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება გარდამავალ ტურნირზე გამარჯვებით მოიპოვა ადგილი ჩემპიონატში. ლა ლიგა მხოლოდ სამ კლუბს არ აქვს არასდროს დატოვებული, ესენია "მადრიდის რეალი", "ბარსელონა" და "ბილბაოს ატლეტიკი".

იმ ჩემპიონატის პირველ ტურში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა: "არენასი" - "ატლეტიკო" (2:3), "ესპანიოლი"-"რეალ უნიონი" (3:2), "რეალ სოსეიდადი - "ატლეტიკი" (1:1), "მადრიდის რეალი" - "ეუროპა" (5:0), "რასინგი" - "ბარსელონა" (0:2). ლა ლიგის პირველი გოლი "ესპანიოლის" ფეხბურთელ პრატას ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი მე-15 წუთზე აიღო.

პირველ ჩემპიონატში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული 9 გუნდი იმის მიხედვით შეირჩა, თუ როგორი შედეგიანობა ქონდათ მათ სამეფო თასზე, ძირითადად ფინალიტსები და აღნიშნული გათამაშების გამარჯვებულები მოიწვიას. "რასინგი" მეათედ გარდამავალი ტურნირის ბარიერის დაძლევის შემდეგ დაემატა. იმ პერიოდში ფეხბურთი ბასკთა ქვეყანაში უფრო განვითარებული იყო, ამიტომაც მოხდა, რომ პირველ ჩემპიონატში აღნიშნული რეგიონის ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირი ზაფხულში დასრულდა და ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ჩემპიონი "ბარსელონას" გახდა.

დღესდღეობით ფეხბურთი მილიონების საყვარელი სპორტის სახეობაა. თითქმის ყველა გათამაშება უამარავი მაყურებლის ყურადღებას იქცევს. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა. ის 1929 წლიდან მოყოლებული რეგულარულად ტარდება. ერთადერთი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნულე ჩემპიონატის ჩაშლა, სამოქალაქო ომი გახლდათ.

გასული 80 წლის მანძილზე გათამაშდა მხოლოდ 77 ჩემპიონის ტიტული. ომამდე გამართული რვა გათამაშებიდან ნახევარი "ატლეტიკმა" მოიგო, ორჯერ ჩემპიონი "მადრიდის რეალი" გახდა, თითო-თითოჯერ კი "ბარსელონა" და სევილიას "ბეტისი".

1939 წლის შემოდგომაზე , ომის დასრულებისთანავე, მიუხედავად დაქცეული ინფრასტრუქტურისა, ტურნირი მაშინვე განახლდა. 40-იან წლებში ესპანეთის ფეხბურთში გამოკვეთილი ლიდერი არ იყო, მიყოლებით ჩემპიონები ხდებოდნენ: "ატლეტიკო", "ვალენსია", "ბარსელონა" და "ატლეტიკი".

მომდევნო ათწლეულში ფეხურთმა ისე შეიპყრო ესპანელები, რომლებსაც დიქტატურის პერიოდში არანაირი სხვა სანახაობა, გარდა კორიდასი არ ქონდა, რომ გუნდებმა დიდი სტადიონების მშენებლობა, საზღვარგარეთიდან ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მოწვევა დაიწყეს. 50-იან წლებში ფეხბურთი უკვე ნაციონალურ დღესასწაულად იქცა, მან სპორტის სხვა სახეობები უკან ჩამოიტოვა და დაჩრდილა. ეს დღემდე ასე გრძელდება.

გათამაშების ფორმატი:


გათამაშების ფორმატი, როგორც ფართოდაა გვარცელებული, შინ და გასვლით შეხვედრებს ითვალისწინებს. მთელი სეზონის მანძილზე, რომელიც, როგორც წესი, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით გრძელდება, გუნდები ყველა მეტოქეს ორჯერ ხვდებიან. ერთი საშინაო არენაზე , ხოლო მეორე შეხვედრა გასვლაზე. საერთო ჯამში 38 შეხვედრა ტარდება მთელი წლის მანძილზე. გუნდები მოგებისთვის სამ ქულას, ფრედ დასრულებული შეხვედრისთვის ერთს, ხოლო წაგებისთვის ნოლ ქულას ღებულობენ. სატურნირო მდგომარეობა დამოკიდებულია მოპოვებულ ქულებზე. ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს სეზონის ბოლოს ჩემპიონი ხდება. თუ ორ ან სამ გუნდს თანაბარი ქულები აღმოაჩნდათ, მაშინ შემდეგი წესები იწყებს მოქმედებას:

ა) თუ ყველა თანაბარქულიანმა გუნდმა ერთმანეთში ითამაშა ორჯერ:

. თუ ეს ეხება მხოლოდ ორ გუნდს, მაშინ პირველი და მეორე ადგილის ვინაობა ირკვევა გატანილი და გაშვებული გოლების მეშვეობით (არ მოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი)

. თუ საუბარია ორზე მეტ გუნდზე, მაშინ ყველაფერი ირკვევა იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშეს მათ ერთმანეთის წინააღმდეგ

ა) ურთიერთ შეხვედრის ქულები

ბ) ურთიერთშეხვედრის დროს გოლთა შორის სხვაობა

გ) ურთიერთშეხვედრებისას გატანილი გოლები/

იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონობაზე პრეტენდენტ გუნდებს შორის ორი შეხვედრა (შინ და გასვლაზე) არ ჩატარებულა ან ყველა ზემოთჩამოთვლილი წესების შემდეგაც ვერ ირკვევა ჩემპიონის ვინაობა, მაშინ მოქმედებაში შედის შემდეგი წესები:

ა) საერთო გოლთა შორის სხვაობა

ბ) საერთოდ გატანილი გოლები

იმ შემთხვევაში თუ ესეც არ არის გამარჯვებულის გამოსავლენად საკმაირისი, მაშინ შემოდის უკვე ე.წ. Fair Play-ს შკალა, რომელიც გულისხმობს:

ა) ყვითელი ბარათი 1 ქულა

ბ) ორჯერ ყვითელი ბარათი/გაგდება: 2 ქულა

გ) პირდაპირ წითელი ბარათი: 3 ქულა

დ) გაძევება და დისკვალიფიკაცია მთავარი მწვრთნელის ან კლუბის სხვა წარმომადგენლების (მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეხება) :5 ქულა

ე) გულშემატკივართა მხრიდან უწესრიგობა/უწესივრობა: საშუალო 5 ქულა, სერიოზული 6 ქულა, ძალიან სერიოზული 7 ქულა.

ვ) თუ გათამაშების კომიტეტი გააუქმებს თერთმეტმეტრიან, გუნდებს ქულები მაინც დააკლდებათ.

ამ ყველაფრის შემდეგ, თუ კვლავ ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ყველაფერი დამატებით შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არსებობს სისტემა, რომლის მიხედვითაც პრიმერასა და სეგუნდა დივიზიონებს შორის ხდება გუნდების გაცვლა. კერძოდ, პრიმერაში ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები გადადიან სეგუნდა დივიზიონში, ხოლო სეგუნდადან პირველი და მეორე ადგილოსნები გადმოდიან პრიმერაში, ხოლო რაც შეეხება მესამე გუნდის ვინაობას, ის ირკვევა სეგუნდას მე-3 და მე-6 ადგილოსნებს და მე-4 და მე-5 ადგილოსნებს შორის გამართული პლეიოფებიდან

ევროთასებზე გასვლა


პირველი ოთხი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს. პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული გუნდი გათამაშებაში მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდიდან ერთვება. მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები კი უეფას/ევროპის ლიგის პირველ რაუნდში ხვდებიან.

2011-2012 წლების 20-ეული.



"მადრიდის რეალი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: მადრიდი

სრული სახელი: Real Madrid Club de Futbol

დაარსების წელი: 1902

სტადიონი : "სანტიაგო ბერნაბეუ"

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


"ბილბაოს ატლეტიკო"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ბილბაო (ბასკთა ქვეყანა)

სრული სახელი: Athletic Club

დაარსების წელი: 1898

სტადიონი : "სან მამესი"

მთავარი მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.


"მადრიდის ატლეტიკო"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: მადრიდი

სრული სახელი: Club Atletico de Madrid S.A.D.

დაარსების წელი: 1903

სტადიონი : "ვისენტე კალდერონი"

მთავარი მწვრთნელი: გრეგორი მანსანო


"ბარსელონა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ბარსელონა (კატალონია)

სრული სახელი: Futbol Club Barcelona

დაარსების წელი: 1899

სტადიონი : "კამპ ნოუ"

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


"ვალენსია"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ვალენსია

სრული სახელი: Valencia Club de Futbol S.A.D.

დაარსების წელი: 1919

სტადიონი : "მესტალია"

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი


"ვილიარეალი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ვილიარეალი

სრული სახელი: Villarreal Club de Futbol S.A.D.

დაარსების წელი: 1923

სტადიონი : "ელ მადრიგალი"

მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო


"გრანადა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: გრანადა (ანდალუზია)

სრული სახელი: Granada Club de Futbol

დაარსების წელი: 1931

სტადიონი : "ნუევო ლოს კორმენესი"

მთავარი მწვრთნელი: ფაბრი


"ლევანტე"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ვალენსია

სრული სახელი: Levante Uniоn Deportiva, S.A.D.

დაარსების წელი: 1909

სტადიონი : "სიუდად დე ვალენსია"

მთავარი მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი


"მალაგა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: მალაგა (ანდალუსია)

სრული სახელი: Malaga Club de Futbol S.A.D.

დაარსების წელი: 1948

სტადიონი : "ლა როსალედა"

მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი


"მალიორკა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: პალმა დე მალიორკა (ბალეარიის კუნძულები)

სრული სახელი: Real Club Deportivo Mallorca S.A.D.

დაარსების წელი: 1916

სტადიონი : "Iberostar Stadium"

მთავარი მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი


"ოსასუნა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: პამპლონა (ნავარა)

სრული სახელი: Club Atletico Osasuna

დაარსების წელი: 1920

სტადიონი : "რეინო დე ნავარა"

მთავარი მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი


"რაიო ვალეკანო"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: მადრიდი

სრული სახელი: Rayo Vallecano de Madrid

დაარსების წელი: 1924

სტადიონი : "ტერეზა რივერა"

მთავარი მწვრთნელი: ხოსე რამოს სანდოვალი


"რასინგი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: სანტანდერი (კანტაბრია)

სრული სახელი: Real Racing Club S.A.D.

დაარსების წელი: 1913

სტადიონი : "ელ სარდინერო"

მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი


"რეალ ბეტისი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: სევილია (ანდალუსია)

სრული სახელი: Real Betis Balompiе

დაარსების წელი: 1907

სტადიონი : "ბენიტო ვილიამარინი"

მთავარი მწვრთნელი: პეპე მელი


"რეალ სარაგოსა"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: სარაგოსა (არაგონი)

სრული სახელი: Real Zaragoza, S.A.D.

დაარსების წელი: 1932

სტადიონი : "ლა რომალედა"

მთავარი მწვრთნელი: ხავიერ აგირე


"რეალ სოსეიდადი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი:სან სებასტიანი (ბასკების ქვეყანა)

სრული სახელი: Real Sociedad de Futbol, S.A.D.

დაარსების წელი: 1909

სტადიონი : "ანოეტა"

მთავარი მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე


"რეალ სპორტინგი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ხიხონი (ასტურია)

სრული სახელი: Real Sporting de Gijon S.A.D.

დაარსების წელი: 1905

სტადიონი : "ელ მოლინონი)

მთავარი მწვრთნელი: მანოლო პრესიადო


"სევილია"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: სევილია (ანდალუსია)

სრული სახელი: Sevilla Futbol Club S.A.D.

დაარსების წელი: 1905

სტადიონი : "რამონ სანჩეს პისხუანი"

მთავარი მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი.


"ხეტაფე"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ხეტაფე (მადრიდი)

სრული სახელი: Getafe Club de Futbol S.A.D.

დაარსების წელი: 1983

სტადიონი : "ალფონსო პერესი"

მთავარი მწვრთნელი: ლუის გარსია პლაზა.


"ესპანიოლი"


იცნობდეთ ლა ლიგას


დისლოკაციის ადგილი: ბარსელონა (კატალონია)

სრული სახელი: Reial Club Deportiu Espanyol de Barcelona S.A.D.

დაარსების წელი: 1900

სტადიონი : "კორნელია ელ პრატი"

მთავარი მწვრთნელი:მაურისიო პოჩეტინო

  • shvela
  • 19 სექტემბერი 2011
  • 7 349
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)