კასილასი ახალ თანაგუნდელებს აფასებს
იკერ კასილასმა სპორტულ გამომცემლობა "AS"-სთან საუბარში თავისი ახალი გუნდელების პროგრესზ ისაუბრა.
- ლიგაზე მხოლოდ ორი გუნდის დაპირისპირებაა?
არა. ჩვენ ჩვენი ყველა თამაში მოვიგეთ და გაჩერებას არ ვაპირებთ.
- თქვენი ქულების არ დაკარგვა ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა თუ არა?
თუ თამაშს წავაგებთ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება. დღითი დღე ყველა უმატებს თამაშს და ფორმაში შევდივართ. ჩვენ ყველა მატჩში ფავორიტები ვართ და ისეთი ფეხბურთელები გვყავს როგორებიცაა კრიშტიანო რონალდო, კაკა და ბენზემა. ასეთი ფეხბურთელებით ძალიან ბევრი მატჩის მოგება ადვილად შეგვიძლია, თუმცა დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს.
- რა განწყობაა გუნდში?
ყველა კარგად გრძნობს თავს. ახალწვეულმა ფეხბურთელება ადაპტირება ყკვე გაიარეს. ჩვენ გვყავს ორი უძლიერესი ფეხბურთელი კაკა და რონალდო, რომელთაც გოლის გატანის გასაოცარი ალღო აქვთ. თუმცა მათ სჭირდებათ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მათ პასს მისცემს. ეს მეც მეხება. თუ ბურთს სწრაფად გადავაწვდი რომელიმე ფეხბურთელს ისინი ადვილად შეძლებენ გოლის გატანას.
- დაცვის ხაზი გაძლიერდა?
ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხი, რადგან დაცვაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. თუმცა შარშანდელთან შედარებით ძალიან კარგად ვთამაშობთ. მოწინააღმდეგის კარში გოლის გატან და ჩვენ კარში გაშვება ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა.
- როგორ მიიღო გუნდმა პეპეს დაბრუნება?
პეპე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მადრიდის "რეალიში" და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა მისი გუნდში დაბრუნება.
- კასილასი, ზამორა და კრიშტიანო, პიჩიჩი. შესაძლებელია?
ვიმედოვნებ ეს ასე იქნება. თუ ეს ასე მოხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონმა წარმატებით ჩაიარა და ლა ლიგის ტიტული ჩვენ დაგვრჩა.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 28 სექტემბერი 2009
- 4 006
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.